შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს ?
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს ?
სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს ? რატომ აღარ გვახსოვს იგი ? რა მნიშვნელობა აქვს მას ?
სიცოცხლის მესამედის ძილში გატარება თითქოს დროის უქმად ხარჯვად გვეჩვენება, მაგრამ ძილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია. იგი, ასევე, უდიდესი აქტივობის პერიოდია, რომელიც უამრავ არაბუნებრივ საოცრებას მოიცავს.
მიჩნეულია, რომ ყველა ჩვენთაგანი ყოველ ღამე სიზმარს ხედავს და ეს, ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხდება. გახსოვთ თუ არა
სიზმარი, ნაწილობრივ, იმაზეა დამოკიდებული თუ როდის გაიღვიძებთ. იმ ადამიანებს რომლებიც სწრაფი ძილის დროს იღვიძებენ, სიზმარი კარგად ახსოვთ. სწრაფი ძილის დამთავრებიდან
5 წუთის შემდეგ გაღვიძებულებს ნაწილობრივ შეუძლიათ სიზმრის აღდგენა. ათი წუთის შემდეგ გაღვიძებულთა უმეტესობას სიზმარი საერთოდ აღარ ახსოვთ.


ეს არის იმის მიზეზი, რომ დილას ნანახი სიზმარი კარგად გახსოვთ.
ამ დროს თქვენი თავის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზას გადის.

image

მეცნიერებმა და განსაკუთრებით ფსიქოლოგებმა წინ წამოწიეს რამოდენიმე მოსაზრება, თუ რატომ ვხედავთ სიზმარს და რა განსხვავებებია მათ შორის. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით,
სიზმრები დღის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებთანაა დაკავშირებული. სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რისი რიდი და შიშიც გვაქვს.


მეორე ვერსიის თანახმად, სიზმარი თავის ტვინის მოდუნების საშუალებაა, რომელიც დღის განმავლობაში მოგროვილი მნიშვნელოვანი ინფორმაციის „გადახარისხებას" ახორციელებს.


ყველა კვლევის და ექსპერიმენტის მიუხედავად, მეცნიერებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ძილის გაკონტროლება და, საერთოდ, რა დანიშნულება აქვს მას.
სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 21:28
თქვენი IP: 18.224.73.157
თარიღი: 23.11.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: