PSY-ის
პირველმა სინგლმა, რომელიც სამხრეთ კორეელმა რეპერმა 2012 წელს
ჩაწერა, რეკორდი მოხსნა - ვიდეოს youtube-ზე 1,5 მილიარდზე მეტი ნახვა
აქვს. მომღერლის ახალთახალი ჰიტი Gentleman 13 აპრილს გამოვიდა და
წინამორბედივით მარტივ საცეკვაო მელოდიასა და ცეკვის უცნაურ მოძრაობებზეა
აგებული. რეპერი დარწმუნებულია, რომ ახალი სინგლი Gangnam Style-ივით
პოპულარული გახდება. ნახეთ და თავად შეაფასეთ...