მსოფლიოში ყველაზე სუფთა მდინარეა Verzasca, რომელიც შვეიცარიაში
მდებარეობს. წყალი ისეთი სუფთაა, რომ ყველაფრის დანახვა შესაძლებელია
ფსკერზე. მოგეხსენებათ შვეიცარია ცონობილია თავისი მრავალფეროვანი ლამაზი
ბუნებით, ეს მდინარე კი შევეიცარიის ერთ-ერთი სიმდიდრეა.
ტურისტები ხშირად სრუმრობენ მდინარეს, რომელიც მართლაც, რომ აღაფთოვანებს ადამიანს თავისი სილამაზითა და სისუფთავით. მსოფლიოში ყველაზე სუფთა ტბა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონში
მდებარეობს. ამ ტბის სახელია Crater Lake, მისი ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი თვისება ის არის, რომ მას არ ერთვის არცერთი მდინარე და
არ ივსება ხელოვნური მილებით. ეს ტბა ჩვენს წელთაღრიცხვადე 5700 წელს
შეიქმნა და დღესდღეობით მისი სიღრმეა 1220 მეტრი, ამხელა სიმაღლე ვულკანის
ჩაშლის შემდეგ წარმოიქმნა. Crater Lake, მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა ღრმა
ტბებს შორის. მაგრამ Crater Lake ყველა ტბისტან თავისი სისუფთავით
გამოირჩევა, რომლის მსგავსი არ არსებობს მთელს დედამიწაზე.
ასევე
მინდა ვისაუბრო დღესდღეობით არსებულ ტბებზე და მდინარეებზე, რომელთა
დაბინძურება ხელოვნურად ხდება. მაგალითად მოვიყვან მდინარე მტკვარს,
რომელიც ისეა დაბინძურებული, რომ უკვე აუტანელი სუნი აქვს. თბილისსში
არსებული კანალიზაციის მილები ძირითადად მდინარე მტკვარში ჩაედინება,
წარმოიდგინეთ რა საშინელებაა როდესაც ქალაქში ერთადერთი მდინარე გვაქვს და
ისიც იმდენად დაბინძურებული, რომ ახლოს ვერ გაჩერდები საშინელი სუნის
გამო.
ფაქტობრივად თბილისში მდინარის მაგივრად კანალიზაცია მიედინება.
|