ორი წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ამოუცნობი ვიდეომასალა, რომელზეც
აშკარად ჩანს, სარკოფაგში მწოლიარე ლენინი როგორ წევს ზემოთ მარცხენა ხელს,
წინ მოიწევს მთელი სხეულით და ისევ ეცემა ზურგით უკანვე...
თავიდან არანაირი "ფურორი" ამ ვიდეოს არ მოუხდენია.ჩვეულებრივი მონტაჟი
და სპეცეფექტები_ერთნაირი იყო ინტერნეტ-პუბლიკის საერთო რეაქცია ამ
ყველაფერზე.თუმცა მოგვიანებით ვიდეო მოხვდა ამერიკელი მკვლევრების
ხელში...ისინი უკვე დიდხანს ეძებდნენ მრავალრიცხოვანი ჩვენებების დასტურს,
რომელშიც იგულისხმებოდა, რომ კრემლში გარდაცვლილი მმართველების სულები
დადიან.ხალხი ყველაზე მეტად ლენინის სულზე ლაპარაკობდა.ამერიკელებსაც მეტი
რა უნდოდათ, ვიდეო კარგად შეისწავლეს და განაცხადეს, ჩვენ თვითონაც
მონუსხული ვართ რეზულტატით.არანაირი სპეციალისტის ხელი ამ ვიდეოს შექმნაში
არ ურევია და არც მონტაჟის რაიმე ნიშანი დაჰკრავს, პირიქით, ყველაფერი
იმაზე მიუთითებს, რომ ვიდეო ნამდვილად ლენინის სარკოფაგშია გადაღებული და
კადრები სრულიად რეალურიაო...
დიდად მეეჭვება, სიმართლე რომ გითხრათ და სრულიად დაუჯერებლადაც
მიმაჩნია, რომ რეალური იყოს მსგავსი რამ, თუმცა ფაქტია, რომ რუსულ პრესასა
და ინტერნეტ-სივრცეში ამაზე უკვე ძალიან ბევრ წერენ და ხმამაღლაც
ლაპარაკობენ...
|