გუანტანამოს პროვინციის მოქალაქე ერნანდეს გარიდო საოცარი ადამიანია. მას
ოთხივე კიდურზე კარგად განვითარებული ექვს-ექვსი თითი აქვს. ახალგაზრდა
მამაკაცი ამაყობს თავისი თითებით.მათი საშუალებით გარიდო ადვილად დაცოცავს
პალმის ხეებზე ქოქოსის მოსაკრეფად.იგი სიამოვნებით პოზიორობს ტურისტების
ფოტო კამერების წინაც .ერნანდესი ამბობს, რომ ერთმა ტურისტმა გადაუხადა
მთელი 10$ რაც საკმოდ დიდ თანხად ითვლება ქვეყანაში სადაც საშუალო თვიური
ხელფასი 20$ -ია.ერნანდესის დაავადებას პოლიდაქტილია ეწოდება, იგი საკმაოდ
ხშირია, მაგრამ ასე ფორმირებული თითები იშვიათია.