შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა როგორ და რა პრინციპებით უნდა გაიწვრთნას ძაღლი?
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
როგორ და რა პრინციპებით უნდა გაიწვრთნას ძაღლი?
რას ნიშნავს სიტყვა  წვრთნა?
________________________________________________
,სიტყვამ  წვრთნა "დრესიროვკა” ჩვენამდე  მოაღწია ფრანგული ენიდან "დრესაჟე” და  ნიშნავს სწავლებას, გამოსწორებას. ამგვარად, ეს არის ცხოველთა  სწავლება მათში ადამიანის ბრძანებაზე მყარი პირობითი რეფლექსების   შემუშავების მიზნით ( შემუშავდება ცხოველის მთელი სიცოცხლის მანძილზე ),  მათი ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად.აღზრდა--ესეც ძაღლის  ქცევის განვითარებისა და ფორმირებისსისტემატური და მიზანმინართული სწავლებაა, მაგრამ ფართო გაგებით--ეს არის სოციალიზაცია.აღზრდის მთავარი მიზანია--- მოამზადოს არსებულ პირობებში ცხოვრებისათვის,უზრუნველყოს ადექვატური სოციალიზაცია, შემდგომში კი წვრთნა.როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბევრი ადამიანი  ამჯობინებს  არ დაკავდეს არც აღზრდით, არც მითუმეტეს წვრთნით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი  მსხვილი და  სერიოზული ჯიშის ძაღლს იძენს. გვხვდება ისეთი მფლობელებიც ,რომლებიც ამას საზიანო საქმედ, ფუჭად დაკარგულ დროდ თვლიან, ფიქრობენ რა, რომ ეზოს ძაღლს არავინ არ ათვინიერებს და მაინც არაფერია საშიში , ჩემი ძაღლი ისეთი ჯიშიანია და ჭკვიანი, რომ ისედაც ყველაფერი ესმის , ამბობენ ისინი.ასეთი პატრონი ძალიან გაკვირვებული რჩება, როდესაც მისი  "კომისარი რექსი” დაცვის მაგივრად პირველი შველის თავს გაქცევით, მოსმენის მაგივრად კი ისეთ გამომეტყველებას იღებს, თითქოს ის მხოლოდ თავისთვის სეირნობს,როგორც კი სადავის გარეშე აღმოჩნდება. დიახ, ნამდვილად გვხვდება უნიკალური ცხოველები, რომელთაც პრაქტიკულად არავითარი წვრთნა არ სჭირდებათ,საკმარისია სოციალიზაცია და განათლებული აღრძდა. მაგრამ აქ არის ბევრი მაგრამ, ასეთ ძაღლებს უნდა ჰქონდეთ კონტაქტი პატრონთან, მას კი ვერ დაამყარებ ურთიერთობისა და აღზრდის გარეშე, და კიდევ__გამყარებული მემკვიდრეობითი თვისებების განსაზღვრული ნაკრები. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ოქროსფერი როტრივერისგან და ა.შ.  შეუძლებელია  დამცველი ძაღლის  შექმნა, ეს თვისებები უბრალოდ გენეტიკურად არასოდეს განმტკიცებულა ამ შესანიშნავი ჯიშის მოშენების დროს. მომავალ მფლობელებს შეიძლება რჩევა მივცეთ, ძაღლის ჯიშის შერჩევის დროს ყურადღება მიაქციონ მისი განვითარების ისტორიას, იმ ხალხთა კულტურას, რომლებმაც ის გამოიყვანეს და მათი გამოყენების თავისებურებებს უახლოეს წარსულში. ეგრეთწოდებული მომსახურე ჯიშის ძაღლების ფარგლებშიც კი ინსტიქტის გამოვლენის ხარისხი ძალიან სხვადასხვაგვარია. ძაღლს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გახსნას ისინი და ივარჯიშოს. მფლობელის ამოცანა კი ის არის, რომ ინსტიქტები თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანოს. აი სწორედ ამ დროს იქნება საჭირო წვრთნა პლიუს ტერიტორია, რომელზეც თქვენი ღზრდილი მთელი პროგრამით იქნება დაკავებული, ე. ი საწვრთნელი მოედანი და არა ეზო ქალაქის ცენტრში სადაც არაფერი შეიძლება.ძალიან ხშირად მფლობელები მიმართავენ მწვრთნელს, რათა მან ამეცადინოს მხოლოდ დაცვაში. ხანდახან ჩნდებიან ისეთი სპეციალისტები რომლებიც ფულის სანაცვლოდ ცხოველს აფსოლიტურად უმართავს ხდიან: იმისათვის, რომ დავკავდეთ წვრთნის დაცვის სამსახურის სფეროში( არ უნდა აგვერიოს ლეკვებთან სათამაშო წვრთნაში) ძაღლს უნდა ქონდეს მინიმალური კონტაქტი პატრონთან და საბაზო მორჩილება. თუ ავიღებთ ნებისმიერ წვრთნის ნორმატივს დაცვა მოდის შემდეგი დისციპლინების შემდეგ: ZKS (დსს) ( დამცავ-საყარაულო სამსახური) OKD  (მსკ) (წვრთნის საერთო კურსი) ; IPO (იპო)- ში (საერთაშორისო წვრთნის წესი)  მორჩილება საერთოდ წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს კვალზე მუშაობასა და დაცვას შორის, ამასთან დადგენილია ნორმატივების ჩაბარების ასაკობრივი ცენზიც. გერმანიში ძალღლი საერთოდ არ დაიშვება რაიმე სხვა ცდის ჩაბარებაზე (მათ შორის ისევ  IPO) სანამ არ ჩააბარებს ( VN) (BX) - ნორმატივების ტესტს ( ძაღლი კომპანიონი).

როგორ  და რა პრინციპებით უნდა გაიწვრთნას ძაღლი?
ძაღლების წვრთნის ძირითადი პრინციპები GEODOG school1,ძაღლის აღზრდა აგებული უნდა იყოს მის მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე. ძაღლი მშვენივრად გრძნობს თუ როგორ არის მის მიმართ განწყობილი ადამიანი. ძაღლის აღზრდისას უნდა გაითვალისწინოთ მისი ინდივიდუალური თავისებურება ( რეაქციის სისწრაფე ტემპერამენტი).აღზრდა-ეს არის უწყვეტი, ყოველდღიურად განმეორებადი შრომა. წვრთნის კურსის დასრულების შემდეგ ძაღლი ივიწყებს ბრძანებებს, თუ მათ რეგულარულად არ გაუმეორეთ.ძაღლის ნებისმიერ ცდას, აჩვენოს თავისი უპირატესობა ანდა მათ დაუმორჩილებლობას უნდა მოჰყვეს დასჯა.წვრთნა დაფუძნებული უნდა იყოს დასჯის კონტრასტზე (ტკივილის შეგრძნებაზე) და წახალისებაზე (შექებაზე, ნუგბარი რაიმეს მიცემაზე).ძაღლი არ უნდა დაისაჯოს ხელით, პატრონის ხელდან მხოლოდ სიყვარული და სითბო უნდა მოდიოდეს.ერთი და იგივე ბრძანებისათვის უნდა გამოვიყენოთ ერთნაირი სიტყვები ან სიტყვათა წყობა.ბრძანების სიტყვას უნდა ახლდეს მწვრთნელის აუცილებელი ჟესტი.ძაღლის შექება და გაჯავრდნა წარმოთქმული უნდა იყოს სხვადასხვა ინტონაციით. უნდა შევაქოთ რბილი, მეგობრული ხმით. გაჯავრდნის სიტყვა კი უნდა წარმოითქვას მკვეთრად და დამაჯერებლად.ფიზიკური დასჯა საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც უკმაყოფილების რამოდენიმეჯერ გამეორება ზემოქმედებას არ ახდენს.არ უნდა გადმოვანთხიოთ ძაღლზე ჩვენი ცუდი განწყობა, ხმამაღალი გინება და ყვირილი აღზრდის მეთოდი არ არის. ( ძაღლი ვერ გაიგებს მათ მიზეზს და მხოლოდ შეეშინდება)ძაღლების წვრთნის ეტაპებიძაღლის წვრთნა შეიცავს ოთხ ეტაპს:მოსამზადებელი ეტაპი. როგორც წესი ის იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ლეკვობის ასაკში ადამიანთან ხვდება. სწორედ ამ პერიოდში იღებს ის მეტსახელს, რომელსაც უნდა შეეჩვიოს, ისწავლოს. მივიდეს პატრონის დაძახებაზე, ითვისებს ახალ ბრძანებებს, სწავლობს სადავით და ალიკაპით(ნამორდნიკი) სიარულს.მეორე ეტაპი --- ეს არის წვრთნის ზოგადი კურსი ან მორჩილების ზოგადი კურსი. ამ პერიოდში ხდება ცხოველისათვის სწავლება, დაემორჩილოს სხვადასხვა ბრძანებას, ექტრემალურ პირობებშიც კი.მესამე ეტაპი--- ეს არის სპეციალური კურსის გავლა, რომლის დროსაც ხდება დადებითი რეფლექსების განვითარება და განმტკიცება და ახალი უნარის ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანისათვის აუცილებელია, რათა მან გამოიყენოს ძაღლი.მესამე ეტაპი--- ეს არის მიღებული რეფლექსებისა და უნარ ჩვევების განმტკიცება იმისათვის, რომ ცხოველმა ისინი ავტომატურად შეასრულოს.წვრთნის პროცესში ძაღლს უგროვდება მუშაობის გამოცდილებ, რაც აიოლებს გაწვრთნის ამოცანას.წვრთნის სახეობები  GEODOG school1.OKP -  (დზკ) დამორჩილების ზოგადი კურსი.ზოგადი დებულებანი1. დამორჩილების ზოგადი კურსის მიხედვით მოწმდება ჩვევები:საერთო შთაბეჭდილება (ფასდება მთელი გამოცდის განმავლობაში)● ძაღლის მოძრაობა მომთვინიერებლის გვერდით(მოწმდება მთელი გამოცდის განმავლობაში)● ძაღლის კბენის და პირსაკრავის მიმართ დამოკიდებულების ჩვენაბა.● ძაღლის ჩაჯდომა, მისი აგებულება, დგომა (მოწმდება კომპლექსში);●მწვრთნელტან მისვლა, ადგილზე დაბრუნება;● არასასურველი ქმედებების შეწყვეტა;● დამოკიდებულება სროლის მიმართ;2. ძაღლს აქვს ამტანობა ჩვევებისადმი "ადგილზე”: და დამოკიდებულება "პირსაკრავის” მიმართ 30 წამამდე. დანარჩენისადმი კი 15 წამამდე.ამტანობის ათვლა წარმოებს ძაღლის მიერ მისთვის მიცემული ბრძანების შესრულების მომენტიდან.3. გამოცდების გავლის ჩვევების შემოწმება წარმოებს ნებისმიერი თანმიმდევრულობით, იმათ გარდა, რომლებიც მოწმდება ერთდროულად ან კომპლექსში.4. მორჩილების ზოგადი კურსის გამოცდებზე ძაღლი იმყოფება სადავით.2. OKD--(მზკ) წვრთნის ზოგადი კურსი. წვრთნის ზოგადი კურსი გამოირჩევა მკაცრი მოთხოვნებით მწვრთნელის მოქმედებების მიმართ, ძაღლის მართვისა და ძაღლის მიერ თითოეული ჩვევის შესრულების დროს.წვრთნის ზოგადი კურსის პროცესში ძაღლს გამომუმუშავდება ჩვევები, რომლებიც ცხოველს დისციპლინირებულს ხდის და მისი ქცევის მართვის საშუალებას იძლევა, როგორც ყოველდღიური მოპყრობის პროცესში, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში .წვრთნის ზოგადი კურსის ბრძანებები:2. ძაღლს აქვს ამტანობა ჩვეულებებისადმი ადგილი და დამოკიდებულება "პირსაკრავის” მიმართ 30 წამამდე, დანარჩენებისადმი კი 15 წამამდე.ამტანობის ათვლა წარმოებს ნებისმიერი თანმიმდევრულობით, იმათი გამოკლებით, რომელიც მოწმდება ერთდროულად ან კომპლექსში.4. მორჩილების ზოგადი კურსის გამოცდებზე ძაღლი იმყოფება სადავით.2. OKD (მზკ) - წვთნის ზოგადი კურსი. წვრთნის ზოგადი კურსი გამოირჩევა მკაცრი მოთხოვნებით მომთვინიერებლის მოქმედებების მიმართ, ძაღლის მართვასა და ძაღლის მიერ თითოეული ჩვევის შესრულებაში. წვრთნის ზოგადი კურსის პროცესში ძაღლს გამოუმუშავდება ჩვევები, რომლებიც ცხოველს დისციპლინირებულს ხდის და იძლევა  მისი ქცევის მართვის საშუალებას, როგორც ყოველდღიური მოპყრობის პროცესში, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში. წვრთნის ზოგადი კურსის ძირითადი ბრძანებები; <<ჩემთან>>,<<გვერდით>> <<დაჯე>><<დაწექი>>, <<დგომა>., <<ადგილზე>>.3. ZKS (დსს)- დამცავ-საყარაულო სამსახური. თავისი განვითარება დამცავ-საყარაულო  სამსახურმა მიიღო  მეოცე საუკუნეში წვრთნის სამხედრო მიმართულებიდან. თანამედროვე, სსრკ ძალოვან სტრუქტურებში დამცავ-საყარაულო სამსახურის ჩვევების ბაზაზე ამზადებენ  მაძებარ ძაღლებს, საყარაულო, სადარაჯო, საბადრაგო ძაღლებს. ამ კურსს ეწოდება სპეციალური წვრთნის კურსი და შეიცავს მომზადების უფრო ვრცელ პროგრამას ძაღლის სპეციალიზაციისა და შემდგომო გამოყენების შესაბამისად. დამცავ-საყარაულო სამსახურის მოყვარულთა კურსი წარმოიშვა მოყვარულ ძაღლის მომთვინიერებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, რომლებიც მუშაობდნენ სამსახურეობრივი ჯგუფის ჯიშის ძაღლებთან და ზარუნავდნენ თავისი ძაღლების სამუშაო თვისებების შენარჩუნებასა და განვითარებაზე. საბჭოთა ეპოქის ძაღლების მწვრთნელებმა იცოდნენ, რომ მოთვინიერების ზოგადი კურსის და დამცავ-საყარაულო ნორმების ჩაბარების გარეშე სამსახურეობრივი ძაღლები ტომობრივ განვითარებაზე არ დაიშვებოდნენ, ამასთან მოთხოვნები მამალი ძაღლის სამუშაო თვისებების მიმართ უფრო მაღალი იყო, ვიდრე დედალი ძაღლის მიმართ. ამგვარად, დამცავ-საყარაულო სამსახურის პროგრამა სსრკ სამსახურეობრივი ძაღლების მწვრთნელები ყველა კლუბის მიერ შეიარაღებაზე იყო მიმართული. დამცავ-საყარაულო სამსახურში შედის სავარჯიშოები: ( დამრღვევის დაკავება, დამრღვევის ყარაულობა, საგნის ყარაულობა, პატრონის დაცვა და ტერიტორიის ყარაულობა).4. წვრთნის სპორტული სახეობებიGEODOG school● აჯილიტი● ვაიტპულინგი ( სიმზიმეების გადაგორება)●ფასტტრეკი● ფრისტაილი ( ცეკვები ძაღლებთან)● ფლაიბოლი● დოგ-ფრიზბიამჟამად საქართველოში, წვრთნის სპორტულ სახეობებს შორის პრაქტიკაშია მხოლოდ აჯილიტი.აჯილიტი ეს არის ძაღლთან სპორტის სახეობა, რომელიც "გამოგონებული” იქნა ინგლისში 1978 წელს და მთელი მისწრაფებით იკრებს პოპულარობას მთელს მსოფლიოში. (იხილეთ აქ).5. ევროპული და ამერიკული სახეობის წრვთნაIPO  -- სამსახურებრივი ძაღლების გამოცდის საერთაშორისო წესი.IPO  --( სამსახურებრივი ძაღლების სამდონიანი გამოცდა, დამტკიცებული   ფცი-ს მიერ. იპო-იყოფა 3 ხარისხად - პირველი, მეორე, მესამე  თანდათანობითი გარტულებით. ეს ხარისხები შეიცავენ კვალზე მიდევნების სამუშაოს ( დანაყოფი A) მორჩილებას (დანაყოფი B) და მფლობელის დაცვასა ( დანაყოფი C). გამოცდებზე დაიშვება ძაღლები, რომლებმაც შემდეგ ასაკს მიაღწიეს.IPO -1 18 თვეIPO-2 19 თვეIPO-3 20 თვეIPO-FP 20 თვეარავითარი გამონაკლისი არ დაიშვებაშუცჰუნდი ( დამცავი ძაღლი)დამცავი ძაღლების გამოცდა- წვრთნის გერმანული ეროვნული სისტემაა.წვრთნის ეს სახეობა გერმანიაში წარმოიშვა 1900 წელს, როგორც გერმანული ქოფაკების სამსახურეობრივი თვიასებების გამოცდა, თუმცა  მეოცე საუკუნის შუა ხანისათვის შუცჰუნდი სამსახურეობრივიდან სპორტულ მიმართულებაზე გადავიდა. შუცჰუნდში წვრთნა შეიძლება ძაღლების ნებისმიერმა ჯგუფმა გაიაროს, მაგრამ ყველაზე ხშირად ათვინიერებენ გერმანულ ქოფაკებს. შუცჰუნდებს ყოფენ სირთულის სამ კლასად.მონდიორინგი- წვრთნის ფრანგული სპორტული სისტემაა. სიტყვა ითარგმნება, როგორც "ფართო, სხვადასხვაგვარი”, შედგება ელემენტების დიდი რაოდენობისაგან, რომლებიც რთულად არიან ერთმანეთთან კომპონირებული.ამოწმებენ ძაღლის მოხერხებულობას, გამბედაობას, მოსაზრებულობას, მისგან მოითხოვენ მოქმედებების ავტომატიზმს. მონდიორინგის ყველა ელემენტი დაყოფილია სირთულის სამ ხარისხად. შეჯიბრებები ტარდება ევროპაში, ამერიკაში. თავისი სტილით გვახსენებს წვრთნის ზოგადი კურსის  გაიოლებულ  ვარიანტს.ბიდიენსიძაღლის ზოგადდისციპლინირებული ვარჯიში. ბიდიენსი ეს არის ძაღლის მორჩილების საერთაშორისო წესების ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მიღებულია FCI-ს მიხედვით, ძალიან ჰგავს წვრთნის ზოგად კურსს (OKD), მაგრამ დიდი განსხვავებებით ძაღლის მიერ ბრძანების შესრულებაში.







                              რისვისაა საირო საწვრთნელი მოედანი?

 ,ჯერ კიდევ 8-10 წლის წინ, ადამიანს. რომელიც ლეკვს შეიძენდა არ ებადებოდა არავითარი ეჭვი იმის შესახებ, რომ ნამდვილი მეგობრისა და დამცველის გასაზრდელად მასთან ერთად უნდა ემეცადინა სასწავლო-საწვრტნელი მოედანზე. ცნების "კერძო გაწვრთნა”- შესახებ ცოტამ თუ იცოდა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ პატრონს საერთოდ არ შეეძლო თავი გაერთვა ძაღლთან ურთიერთობისათვის მისი აულაგმავი ხასიათის ან უძლურობის გამო ( შემთხვევები, როდესაც გადაბერებულ ნათესავებს კავკასიური ქოფაკის ან დობერმანის ლეკვებს ჩუქნიან, არც თუ ისე იშვიათია), ინსტრუქტორს შეეძლო რეკომენდაცია გაეწია ინდივიდუალური მეცადინეობებისთვის. "კერძო გაწვრთნა "- არც თუ ისე მისასალმებელი იყო იმდენად, რამდენადაც სამსახურეობრივი ძაღლის ერთ-ერთი თვისებაა - დაემორჩილოს მხოლოდ თავისი პატრონის ან მისი ოჯახის ბრძანებას.

მაგრამ ცხოვრება შეიცვალა, მოდაში შემოვიდა მებრძოლი ჯიშები. არამარტო ძაღლების, არამედ "მერსედესების” ახლადგამომცხვარ მფლობელებსაც არ ეცალათ დაკავებულიყვნენ სწრაფად მზარდი შენაძენით. ასე წარმოიშვა სერვისის ახალი სახეობა --წვრთნა ბინაზე მისვლით. "კერძო” მწვრთნელის კვალიფიკაცია, მიუხედავად ხმამაღალი სახელწოდებისა, უკეთესის სურვილს ტოვებდა, კლიენტები არცთუისე მომთხოვნნი იყვნენ. "იჯექი”, "ჩემსკენ’, "გვერდით” საუკეთესო შემთხვევებში ამკრძალავი ბრძანებებია. საჭიროების არარსებობის გამო გაუქმდა "კომპლექსი” "აპორტიროვკა”, "ადგილზე დაბრუნება” და ა.შ. სამაგიეროდ კბენის სასწავლებლად საკმარისზე მეტი დრო იხარჯებოდა. გაღიზიანებული, ნაკლებად მართვადი ძაღლი არამარტო გარშემომყოფი ადამიანებისთვის და ცხოველებისთსვის არის საშიში, არამედ თავისი პატრონებისთვისაც. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებმაც არაპროფესიონალური მოქმედებებით საქმე ტრაგედიამდე მიიყვანეს, ჩვეულებრივ ამაზე არავითარ პასუხს აგებენ. აქ საქმე მხოლოდ ძაღლში არ არის, რომელიც, როგორც ჩვეულებრივ წერენ " მოულოდნელად გაცოფდა”, უბრალოდ, მფლობელმა ვერ შეძლო დროულად, სწორად შეეფასებინა თავისი ძაღლის ქცევა და მოქმედება, და  შესაბამისად სიტუაცია კონტროლზე აეყვანა. ძაღლი კი ჩვეულებრივ მხოლოდ იმას ემორჩილება, ვინც თვითონ ზრდიდა და ათვინიერებდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მათთვის პატრონი კი არ ხართ, არამედ მეზობელი ამ მომსახურე პერსონალი, რომელიც მას აჭმევს, ასეირნებს, ეფერება.საწვრთნელი მოედანი

 სწორედ იმიტომ, რომ მფლობელებმა ისწავლონ თავისი აღსაზრდელების მართვა, არსებობს სპორტულ-საწვრტნელი მოედანი (სსმ), ბუნებრივია, რომ პარალელურად ძაღლიც სწავლობს. წვრთნა ხელს უწყობს სწორი ურთიერთობების ფორმირებას- "გაწვრთნილი”- ძაღლი, სადაც მთავარი როლი უპირობოდ ადამიანს ეკუთვნის. შემდგომში ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი ძაღლთან, რომელმაც ძალა მოიკრიბა, ჯგუფში მეცადინეობა ძაღლისგან მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას ბრძანების მიმართ. გარშემო ბევრი გამღიზიანებელია, რომელიც ყურადრებას ფანტავს: ძაღლებიც, მათი პატრონებიც და უბრალოდ მაყურებლებიც. ძაღლი სწავლობს თავის მოძმეებთან მშვიდად შეხვედრას, მშიშრებისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა დამკვიდრდეს კოლექტივში. ინსტრუქტორი არა მარტო განმარტავს და აჩვენებს ილეთებს, არამედ ის  ასწავლის მფლობელებს სწორი რეაგირება მოახდინონ თავისი გაზრდილის ქცევაზე. მაგალითად, მოითხოვს აგრესიის აღკვეთას ადამიანთა და ცხოველების მიმართ, ყველაზე ხშირად ხომ ძაღლები ასე ექცევიან თავისი პატრონების ჩუმი თანხმობით, რომელთაც სიტუაციის მთელი საშიშროება არ ესმით.

დამცავ-საყარაულო სამსახურის მეცადინეობაზე დაიშვებიან მხოლოდ ისინი, ვინც მოთვინიერების ზოგადი კურსი გაიარა და რომელთაც აქვთ არანაკლებ მეორე თანრიგის დიპლომები. ეს მოთხოვნა მყისვე გამორიცხავს მათ, რომლებიც ძნელად მართვადნი არიან.

არცერთი ინსტრუქტორი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ მოამზადებს სოციალურად საშიშ ძაღლს. ზოგჯერ შემუშავდება ხოლმე სიტუაციები: თავდასხმა ბავშვზე, მანქანის, ბინის ყარაულობა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ძაღლი გრძნობს მეცადინეობის სათამაშო ელემენტს. მისი მოქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში არ არის დამოკიდებული გაავების ხარისხზე, დიდ როლს თამაშობს ვაჟკაცობა, სიმყარე, პატრონისადმი ერთგულება.

 მეცადინეობა საწვრთნელ მოედანზე აფართოებს ახალგაზრდა ძაღლის გონებრივ არეს, ასწავლის მოქცევას საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში.

პატრონს კი ეძლევა საშუალება ურთიერთობა ჰქონდეს ასეთივე ძაღლებით და მათი მოთვინიერებით გატაცებულ ადამიანებთან, შეხვდეს ახალ მეგობრებს, ზოგჯერ კი მომავალ მეუღლესაც


როგორ უნდა   განვსაზღვროთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაავადდა?

 ---როგორ უნდა ავუხსნა ჩემს პატრონს, რომ მე კბილები მტკივა?

      როგორ ავუხსნა პატრონს, რომ მე არ ვეხმაურები დაძახილზე არა სიჯიუტის გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ვყრუვდები?

      უბრალოდ არ ვიცი რაშია საქმე. თითქოს კარგად გამოვიყურებით, თავს ნორმალურად ვგრძნობ, მაგრამ სულ მწყურია, შეიძლება ამინდია ასეთი, ან მაინც რამე სერიოზულია

"101 კითხვა, რომელსაც თქვენი აღლი თავის ვეტერინარს მისცემდა (ლაპარაკი რომ სცოდნოდა)” ბრიუს ფოგელი.როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ შეუძლოდაა, სტკივა სხეულის რომელიმე ნაწილი ანდა აქვს რაიმე შესაძლებელი დაავადების სიმპტომი, ექიმთან გარბის და მისი ჩივილი ჯანმრთელობაზე ექიმს ეხმარება დასვას წინასწარი დიაგნოზი. ან დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა ან დიაგნოსტიკა.

   სამწუხაროდ ექიმ-ვეტერინარებს საქმე აქვთ სხვადასხვაგვარ უსიტყვო ოთხფეხა პაციენტებთან. დაავადებულ ცხოველებს არ შეუძლიათ დაიჩივლონ თავის პატრონთან შეუძლოდ ყოფნის შესახებ, მაგრამ დახმარება მათაც ისევე სჭირდებათ, როგორც ჩვენ.

ოთხფეხა ხოველის სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის დიდ შეწევნას წარმოადგენს პატრონის დაწვრილებითი მონაყოლი მისი დაკვირვების შესახებ ცხოველის საეთო მდგომარეობაზე და სავარაუდო გადახრებზე მის ქცევაში. ხშირად ასეთი ინფორმაცია ვეტერინარ ექიმს საშუალებას აძლევს დროულად დასვას სწორი დიაგნოზი და თავიდან აგვაცილოს დაავადების სერიოზული გართულებები.

ცხოველის ჯანმრთელობა ხასითდება აქტიური ქცევით, კარგი მადით, თანაბარი სუნთქვით, ცხვირის სველი და ცივი რბილობით, რეგულარული დეფეკაციითა და შარდვით.

ცხოველის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს - სხეულის ნორმალური ტემპერატურა - ჯანმრთელ პაციენტებში ის მერყეობს 37,5 – 39 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში. ცხოველთა სხეულის ტემპერატურას ზომავენ რექტალურად ჩვეულებრივი სამედიცინო თერმომეტრით.

---პულსი: ძაღლებში 70-120, კატებში 110-130 დარტყმა წუთში, პულსს ითვლიან თეძოს შიდა მხარეს, მიადებენ რა ხელის თითებს თეძოს არტერიას.

---სუნთქვა: ძალებში 10-30, კატებში 10-25 სუნთქვითი მოძრაობა წუთში. სუნთქვის სიხშირეს განსაზღვრავენ ცხოველის მკერდის და მუცლის ან ცხვირის ნესტოების მოძრაობის მიხედვით.

      ავადმყოფი ძაღლები და კატები ხდებიან მომჩვარულნი, განურჩეველნი ყველაფრის მიმართ, უმოძრაონი, არ ეხმაურებიან სახელის დაძახებაზე. ამჯობინებენ წოლას სათავსოს კუთხეში, ხანდახან კვნესიან, ყმუიან, წკმუტუნებენ, ადგილიდან უხალისოდ დგებიან, ცხვირის რბილობი მშრალი აქვთ, ხშირად ცხელი,

შეიძლება ჰქონდეთ ხველა, ქოშინი, კუჭის აშლილობა ან ყაბზობა, გულისრევა, აგრეთვე მომატებული წყურვილი.

  რიგი დაავადებების დროს (შავი ჭირი, ძაღლების პიროპლაზმოზი და სხვა09, შესამჩნევია ტემპერატურის მატება 39,5 გრადუს C- მდე და მეტი, ხშირდება პულსი და სუნთქვა, დაავადაბის ხასიათზე დამოკიდებულებით შეიძლება აღინიშნებოდეს ზემოთხსენებული სიმპტომების სხვადასხვა კომბინაციები.


ძაღლის გაზაფხულისათვის მომზადება

               მალე გაზაფხული მოვა! ეს ნიშნავს ,რომ თქვენი საყვარელო ცხოველი უფრო მეტ დროს გაატარებს თქვენთან ერთად  ქუჩაში. სუფთა ჰაერი და დრო სასარგებლოა არა მხოლოდ ადამიანისთვის  არამედ თქვენი ოთფეხასთვისაც.

მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად წარმოიშვა ახალი პრობლემა თქვენი გაზრდილისათვის---ეს არის პარაზიტები, რომლებიც ზამთრის ძილიდან გამოდიან. ზამთრის შემდეგ თქვენი ოთფეხას იმუნიტეტი შესუსტებულია და ამ მომენტში განსაკუთრებით საშიშია, რომ მას ვირუსული და ბაქტერიული დაავადება არ შეხვდეს . ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება თქვენს გაზრდილთან, განსაკუთრებით ეს ძაღლებს ეხება.

         პროფილაქტიკური  ღონისძიებებიდან შეიძლება გამოვყოთ:

 ვაქცინაცია. რეგულარული ვაქცინაციებების ჩატარება ამცირებს თქვენი ცხოველის ბევრი  ვირუსული და ბაქტერიული ავადმყოფობით დაავადების რისკს .

ორგანიზმის ვიტანიმურ- მინერალური მხარდაჭერა, ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ვიტანიმურ მინერალური კომპლექსები, დავამატებთ რა მათ საკვებში.

 ანტიპარაზიტული საშუალებით დამუშავება . ძაღლისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს იქსოდური ტკიპები, რომლებიც პიროპლაზმოზის გადამტანები არიან. ამიტომ გასეირნების წინ აუცილებელია ცხოველი დავამუშავოთ მწერების აკარაციდული საშუალებებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაგეგმილია  გასეირნება ტყე-პარკის ზონებში. გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს რწყილებიც, რომელთა კბენამაც შეიძლება თქვენს ძაღლში ალერგიული რეაქცია ან ეტოპარაზიტული დაავადება გამოიწვიოს.

გარდა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებებისა, აუცილებელია სეირნობის დროს თვალყური ადევნოთ თქვენს საყვარელ ცხოველს, რათა მან მიწიდან არ აკრიფოს თოვლის დნობის შედეგად დარჩენილი სხვადასხვა ნაგავი, რამაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობის წარმოშობამდე მიგვიყვანოს.

რეგულარულად უნდა ჩაატაროთ თქვენი აღზრდილის დეგელმინტიზაცია, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ , რათა არ იქნას დაშვებული მუცლის ჭიების ინვაზია ცხოველში,

       ლეკვები

 თუ თქვენ გადაწყვიტეთ იყოლიოთ ლეკვი, მაშინ სანამ ჯიშს აირჩევდეთ, თქვენ გარკვევით უნდა წარმოიდგინოთ, თუ ვინ გახდება თქვენთვის თქვენი მეგობარი : მხიარული მეგობარი და კომპანიონი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მამაცი დამხმარე და დამცველი ნადირობისას, თუ მკაცრი და ერთგული დამცველი თქვენთვის და თქვენი სახლისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც განსაზღვრული ჯიშის ლეკვებში ჩადებულია ინსტინქტები და ტალანტები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ იცხოვროთ  მათთან სრულ ჰარმონიაში, ანდა ისინი თქვენ ხელს შეგიშლიან. სხვადასხვა ჯიშის, აგრეთვე ერთნაირი ჯიშის, მაგრამ სხვადასხვა სქესის ცხოველებს სხვადასხვა ტემპერამენტი აქვთ. ეს კი უნდა გაითვალისწინონ, განსაკუთრებით ასაკში მყოფმა ადამიანებმა.

 თუ თქვენ აირჩიეთ ჯგუფი, მაშინ თქვენთვის აუცილებელია იცოდეთ შემდეგი:

1. არასოდეს არ იყიდოთ ცხოველები "ფრინველების” ბაზარზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ქუჩაში, შემთხვევიდან 90%, ეს ცხოველები ავადმყოფები არიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გარეგნულად ჯანმრთელნი ჩანან.  როგორც წესი - ესენი არიან "დაუგეგმავი” ცხოველები, რომლებიც მიღებულნი არიან ახლონათესაური ან შემთხვევითი შეჯვარებით, და რომლებიც თავის თავში ატარებენ რიგ გენეტიკურ პრობლემას და პათოლოგიას.

2. ცხოველების ყიდვა უკეთესია კლუბებში ან მათ გასაზრდელ ადგილებში, კარგი რეპუტაციით. როგორც წესი, ლეკვების გამომყვანები მათ ყიდიან საგვარეულო და ვეტერინარული პასპორტით--- ეს ნიშნავს, რომ მოცემული ცხოველი კლინიკურად ჯანმრთელია, დეგელმინტიზირებულია ( განთავისუფლებულია ჭიებისაგან) და ვაქცინირებულია.

3. ყურადღება მიაქციეთ, როგორ პირობებში ინახავენ ამ ლეკვებს და მოზრდილ ძაღლებს. ხომ არ ინახავენ ერთ ბინაში რამოდენიმე პარტიას. ყურადღება მიაქციეთ სანიტარულ გარემოს მათი შენახვის ადგილებში.

4. კარგად დააკვირდით ლეკვს, რომელიც თქვენ გადაწყვიტეთ რომ უნდა აიყვანოთ. ყურადღება მიაქციეთ მის მდგომარეობას: ხომ არ ახველებს, ხომ არ აქვს გამონადენი თვალიდან, ცხვირიდან, ხომ არ აქვს გულისრევა დაკუჭის ასლილობა, ნახეთ როგორ ჭამს ლეკვი, ყურადღება მიაქციეთ მის კბენასა და კიდურების აგებულებას.

5. დააკვირდით ამავე პარტიის ლეკვებს. თუ მათგან თუნდაც ერთი მომჩვარულია, აუცილებლად დაინტერესდით და გაიგეთ პატრონისაგან, თუ რამ გამოიწვია ასეთი მოქცევის პროვოცირება.

ეცადეთ არ აიყვანოთ უკანასკნელი ლეკვი ამ პარტიიდან, თუ თქვენ არ გინახავთ ამ პარტიის დანარჩენი ლეკვებიც.

6. სთხოვეთ მათ მომყვანებს იმ ადამიანების ტელეფონის ნომრები, რომლებმაც უკვე აიყვანეს ლეკვები ხსენებული პარტიიდან, დაინტერესდით როგორ გრძნობენ თავს ისინი. დაინტერესდით მოიმატეს თუ არა ერთიდაიგივე  პარტიის ლეკვებმა წონაში და ზრდაში.

7. ლეკვის შეძენის შემდეგ ის მაშინვე უნდა აჩვენოთ ექიმ-ვეტერინარს!

8. თუ თქვენს გაზრდილს უკვე აქვს ვეტერინარული პასპორტი, სადაც არის აღნიშვნა ჩატარებული პირველადი ვაქცინაციის  შესახებ, მაშინ 21 დღის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ კლინიკაში განმეორებითი ვაქცინაციის (რევაქცინაციის) ჩასატარებლად. თუ თქვენი ლეკვი ჯერ ვაქცინირებული არ არის, მაშინ 10-დღიანი კარანტინის შემდეგ ( თქვენი ძაღლის აკლიმატიზაციის პერიოდი შენახვის ახალი პირობების მიმართ) ჩატარებული უნდა იქნას პროფილაქტიკური დეგელმინტიზაცია და 10-14 დღის შემდეგ უნდა გამოცხადდეთ ვეტერინარულ კლინიკაში თქვენი საყვარელი ცხოველის პირველადი ვაქცინაციისათვის. ( გახსოვდეთ:  ცხოველის ვაქცინაციის ჩატარების ნამდვილ დამოწმებას წარმოადგენს დადგენილი ნიმუშის რეგისტრირებული ვეტერინარული პასპორტი ორიგინალური ნომრით და ჰოლოგრამით. აგრეთვე ჩაწებებული ვაქცინის ეტიკეტით და იმ კლინიკის ბეჭდით, რომელშიც ვაქცინაცია ჩატარდა). არ დაგავიწყდეთ ყოველწლიური ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.

9. ძაღლის დეგელმინტიზირება საჭიროა ერთხელ 6 თვეში, ევროპული მოთხოვნებით კი ერთხელ 3 თვეში. ( ეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ძაღლი ბინაში ცხოვრობს და ბავშვებთან კონტაქტი აქვს).

10. ცხოველის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების დროს აუცილებელია რამოდენიმე მოთხოვნის შესარულება: ვაქცინაცია ცოფის წინააღმდეგ, არაუგვიანეს გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე და აღნიშვნა დაგალმინტიზაციის შესახებ არაუმეტეს 3 თვით ადრე გამგზავრებამდე, ჩიპირება ( ცხოველთა ელექტრონული აღნიშვნა). მოცემული მოთხოვნა ასევე ვრცელდება ყველა საგამოფენო ცხოველზე და ავია და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას.

11. არანაკლებ მნიშვნელოვან მომენტს ცხოველის შენახვაში წარმოადგენს მისი კვება. განასხვავებენ კვების 2 სახეს: ნატურალური საკვები და მზა საკვები (უპირატესად მშრალი), ნატურალური ტიპის კვების დროს თქვენი ცხოველის რაციონი უნდა შეიცავდეს: ფაფებს (ბრინჯი, წიწიბურა, ხორბალი- ყველაფერი უკეთესია დაღერრილი სახით, და ა. შ.), გაფუფქული ან მოხარშული ხორცი ( ძროხის ხორცი, ბატკანი, ქათმის მკერდი ( თუ ალერგია არ აქვს), ახალი მწვანე ბოსტნეული ( სტაფილო, კომბოსტო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ვაშლი), ნაკლებადცხიმოვანი რძემჟავა პროდუქტები და  ვიტამინურ-მინერალური დანამატები. ძაღლის მზა საკვებით კვებისას აუცილებელია გამოვიყენოთ პრემიუმ და სუპერ-პრემიუმ კლასის საკვები, შეფუთვაზე მკაცრად მითითებული დოზირებებით. კვების ამ სხვადასხვა ტიპების შერევა კატეგორიულად აკრძალულია. კვების სწორი და სრულყოფილი განვითარებისათვის აუცილებელია მათ საკვებში ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების დამატება. თქვენს მიერ არჩეული რაციონისაგან დამოუკიდებლად ცხოველს მუდმივად უნდა ჰქონდეს სუფთა წყალთან მისვლის საშუალება. ლეკვის ძვლების სწორი განვითარებისათვის იგი უნდა იკვებოს და წყალი სვას სპეციალური, სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი თასებიდან.

12. მფლობელებმა თვალყური უნდა ადევნონ ძარლის გარე სასმენი ხვრელის და თვალების სისუფთავეს: ყურები უნდა შემოწმდეს ზედმეტ და პათოლოგიურ სეგმენტზე, არანაკლებ ერთხელ კვირაში. თვალები უნდა გაუწმინდოთ ლოსიონით მათი გაჭუჭყიანებისდა მიხედვით.

13. ცხოველი რეგულარულად უნდა ვასეირნოთ, ლეკვებს შეუძლიათ აქტიურად დაიწყონ მოციონი მე -1—14 დღეს, ძირითადი ( ყოველწლიური) ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ. ლეკვებისათვის გასეირნებების რაოდენობამ დღეში შეიძლება შეადგინოს იმდენი რიცხვი, რამდენიც კვების რიცხვმა ( 5-მდე/დღეში). გაზრდილ ცხოველებს ასეირნებენ არანაკლებ 2-ჯერ დღეში. მნიშვნელოვანია, რომ ლეკვს არ მივცეთ უფლება დამოუკიდებლად ჩამოვიდეს და ავიდეს კიბის საფეხურებზე. აგრეთვე ჩამოხტეს დიდი სიმაღლიდან, იმდენად, რამდენადაც ამან შეიძლება კიდურების ძვლის სტრუქტურის ტრავმამდე მიგვიყვანოს და გავლენა მოახდინოს მათ სწორ განვითარებაზე. ეცადეთ შეზღუდოთ ლეკვის ურთიერთობა დიდ ძაღლებთან, იმდენად, რამდენადაც მათ შეუზლიათ განზრახ მოახდინონ მათი ტრავმირება, ანდა შეაშინონ.

14. ლეკვის მიჩვევა ტრანსპორტით ან პირადი ავტომობილით მგზავრობას უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, და უკეთესია მშიერ კუჭზე. თუ მას გულისრევის რეფლექსები წარმოეშვება, მაშინ უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი შესვენება, დაგეგმოლო მოგზაურობის წინ კი მივცეთ გულისრევის საწინაარმდეგო პრეეპარატები. თავბრუსხვევის და გულისრევის სიმპტომი პატრონის მიერ არასწორი მიდგომის შემთხვევასი, შეიძლება სერიოზული წინააღმდეგობა გახდეს ერთად მოგზაურობებისთვის.

15. გახსოვდეთ, რომ პროფილაქტიკა  ყოველთვის მკურნალობაზე ადვილი და იაფია (აქ იგულისხმება არა იმდენად მატერიალური ასპექტი, რამდენადაც ემოციონალური), ამიტომ არ დაგავიწყდეთ პერიოდულად აჩვენოთ თქვენი გაზრდილი ექიმ ვეტერინარს, იმდენად, რამდენადაც შეიძლება გამოვრიცხოთ ბევრი პრობლემის განვითარება, ანდა გავუმკლავდეთ მას ყველაზე უფრო ადრეულ სტადიაში



სულ კომენტარები: 1
+1  
1 Sa1NdRoO2202   (27.02.2013 19:41) [Entry]
me martlac gamomadgeba es da mgonia rom visac zagli yavs ojaxshi da gawrtvna ar icis kargad iswavlos

იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 23:22
თქვენი IP: 18.118.254.28
თარიღი: 19.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: