შესვლა
მთავარი სიახლეები ვიდეოები kane korso/კანე კორსო
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
kane korso/კანე კორსო






კანე კორსო — უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღთსაშენებში ამრავლებენ.

კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისფერი.

კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.

კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. იგი იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.



კანე კორსო
ამ ჯიშის სახელი ითარგმნება, როგორც "ძლიერი, ენერგიული ძაღლი”.

კანე კორსო იტალიანოს ჯიშის ძაღლები რუსეთში შედარებით ცოტახნის წინ გაჩნდა – 1994 წელს. თუმცა, ასეთი მოკლე პერიოდის განმავლობაშიც კი ამ ძაღლმა მოიპოვა ღირსეული პოპულარობა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ამ შესანიშნავი ძაღლის ექსეპრტების, კინოლოგების, მწვრთნელებისა და რიგითი მფლობელების დადებითი შეფასებები გულგრილად არავის დატოვებენ!
კანე-კორსო – ღონიერი, საკმაოდ დიდი ძაღლია, რელიეფური მუსკულატურით, მშვენიერი მოძრაობებით, ღრმა და განვითარებული მკერდით, ძლიერი და ტანადი კიდურებით. თავი ტიპობრივად მოლოსურია, ფართო, კარგად გამოხატული გადასვლით ცხვირის ხაზიდან შუბლზე.

კანე კორსო, პირველ რიგში – დამცავი ძაღლია შესანიშნავი მუშა თვისებებით. გაწონასწორებული ფსიქიკა და დისციპლინირება გამოყოფენ კორსოს ძაღლებს სხვა დამცავ ჯიშებს შორის.

კანე კორსო ფლობს არაჩვეულებრივ პლასტიკას, ღონიერ ნახტომს და ელვისებურ შეტევას. თავდასხმელთა მიმართ კორსო ყოველთვის იქნება მრისხანე. დღე იქნება თუ ღამე, კორსო მუდმივად დაგიცავთ, ხოლო თუ იგი შავი შეფერილობისაა, მაშინ მეტად შემაშინებელი იერი გააჩნია. ძაღლი ერწყმის სიბნელეს და შეუმჩნევლად შეუძლია მიუახლოვდეს თქვენი სიმშვიდის დამრღვევთან.

ამ ჯიშის ძაღლების ხასიათის ძირითად თავისებურებებს მიეკუთვნება სიფხიზლე, შეცდომის დაუშვებლობის უნარი, არა მხოლოდ გაბედულად, არამედ ფრთხილადაც ყოფნა. თუმცა, ძაღლის ხასიათის ფორმირებას ახდენს არა მხოლოდ ბუნება, არამედ აღზრდაც.

კანე კორსოს ფსიქიკის თავისებურება გულისხმობს მის დიდ მოთხოვნილებას ადამიანთან ურთიერთობაში. ამიტომაც, კორსო ცუდად იტანს ყურადღების არარსებობას და ჯაჭვზე ყოფნას. იგი საჭიროებს თავისუფლებასა და ადამიანური სითბოს დიდ რაოდენობას, რასაც ძაღლი სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებს. კანე კორსო – ძალიან ლამაზი ძაღლია. სეირნობისას იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სწრაფი მოძრაობების პლასტიკა (განსაკუთრებით შავი ძაღლის შემთხვევაში) მას პანტერასთან აიგივებს.

ბუნებრივი გამძლეობის, ინფექციური ავადმყოფობებისადმი სიმტკიცე, ცხოვრების ნებისმიერი პირობებისადმი ადაპტირების უნარის წყალობით კანე კორსოს გამოყენება ნადირობის დროსაც შეიძლება.

კანე კორსო არაა მოჩხუბარე, მაგრამ აგრესიულ თანამოძმეს ყოველთვის გასცემს საკადრის პასუხს. სისუფთავე და სუნის არარსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს კანე კორსოს ყოლა როგორც ქალაქგარეთა სახლში, ისე ქალაქის ბინაში. ეს იდეალური სახლის ძაღლია. საკმარისია შეხედოთ კორსოს თვალებში და მის მიმართ გულგრილი არასოდეს დარჩებით.

ამჟამად, ევროპასა და ამერიკაში კანე კორსო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ და პრესტიჟულ დამცავ ჯიშს.







ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აიყვანოთ სწორედ კანე კორსო.

1.თუ გსურთ, რომ თქვენი ოჯახი და ქონება საიმედოდ იყოს დაცული, მაშინ კორსო – ნამდვილი ცოცხალი ფარი და ხმალია;
2.თუ თქვენ გყავთ პატარა ბავშვები, მაშინ კორსო გახდება მათი საუკეთესო ძიძა და აღმზრდელი;
3.თუ თქვენ უფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას, გარეგნობას და ეწევით აქტიურ ცხოვრებას (ველოსიპედი, სირბილი, ცურვა და ა.შ.), მაშინ კორსო სიამოვნებით იქნება თქვენს გვერდით;
4.თუ თქვენო ჰობი – თევზაობა ან ნადირობაა, კორსო სიხარულით შემოგიერთდებათ;
5.თუ თქვენ გყავთ სხვა ცხოველები – ძაღლები, კატები და ა.შ. – კორსო ღირსეულად შევა მათ "ხროვაში
სულ კომენტარები: 2
0  
2 Sa1NdRoO   (04.11.2012 13:35) [Entry]
smile smile smile smile smile smile smile smile smile

0  
1 Sa1NdRoO   (04.11.2012 13:35) [Entry]
male eseti meyolebaaaaaa

იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 13:21
თქვენი IP: 18.191.200.35
თარიღი: 20.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: