მოკლე აღწერა: ფილმის
მოქმედება ანტარქტიკაში ვითარდება. სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის
შემადგენლობაში შედიან ჯერი შეპარდი, მისი საუკეთესო მეგობარი კუპერი და
გეოლოგი, მიემგზავრება მეტეორიტის საძებნელად. მაგრამ მოულოდნელმა
შემთხვევამ და ამინდის პირობები აიძულებენ მათ დატოვონ თავიანთი მარხილში
შებმული ძაღლები და უკან დაბრუნდნენ. და ეხლა რვა ძაღლმა ექვსი თვის
განმავლობაში უნდა იბრძოლონ თავიანთი სიცოცხლეების გადასარჩენად ყინულოვან
უდაბნოში და დაელოდნონ გადარჩენას...
ტროას უფლისწულის, პარისის მიერ მოტაცებულ სპარტას დედოფალს, მშვენიერ
ელენას ბერძენთა გაერთიანებული ჯარი დაედევნა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1193
წელს დაიწყო ორი სამყაროს ბრძოლა ღირსების დასაცავად და ძალაუფლების
მოსაპოვებლად, რომელიც ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
შემოდგომაზე სინდი პრესკოტი გეგმავს პატარა ქალაქიდან ვუდსბოროდან
გამგზავრებას, და კოლეჯში ჩაბარებას. ის მოახერხებს ცოცხლად გადარჩენას
იმის შემდეგ, რაც უცნობმა მკვლელმა სისხლიანი სასაკლაო მოაწყო. ახლა ის
მზადაა ახალი მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყოს უსაფრთხო სტუდენტურ ქალაქში,
წარსული სიგიჟისგან შორს. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა?.. იქნებ არა?..
ყველაფერი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მაყურებლები საშნელებათა ფილმის
პრემიერაზე მიდიან.
ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტმა თითქმის შეუძლებელი დავალება
მიიღო: მან ნებისმიერ ფასად უნდა დააკავოს მოღალატე, რომელმაც
გადაიდუმლოებული ფაილების შემცველი დისკეტა ჩაიგდო ხელში.
მუსიკალური ფესტივალის „ოპენ აირ"-ის დროს ბრაზილიის მზიან სანაპიროზე
ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან სამი ახალგაზრდა: დამწყები DJ ერიკა, მისი
საუკეთესო მეგობარი ლარა და ახალგაზრდა ბიჭი ნანდო. მზე, მუსიკა, გართობა
და ნარკოტიკები. ბედისწერის შეხვედრა და ერთად გატარებული ღამე. რამდენიმე
წლის შემდეგ ერიკა და ნანდი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს ამსტერდამში და
ერთმანეთი უყვარდებათ.
საუკუნეების განმავლობაში, მითები და ლეგენდები გახვეულია შოტლანდიის
მთების საიდუმლო ფერწერაში. მარდ მშვილდოსან მერიდას მოუწევს აირჩიოს
საკუთარი გზა ცხოვრებაში, და ერთ მშვენიერ დღეს იგი უარს ამბობს დაიცვას
სამეფოს უძველესი ტრადიციები, რაც დაპირისპირებს მას ძლიერი შოტლანდიური
კლანების და მათი ლიდერების: მოუხერხებელ ლორდ მაკგრაფინთან, პირქუშ ლორდ
მაკინტოშთან და ჭირვეულ ლორდ დინგვოლთან.
მომხიბლველი ბანდიტი ფლინი მოგზაურობს. იგი ლამაზია, უყვარს ბევრი ლაპარაკი
და იღბლიანიცაა. ერთხელაც იგი უღრან ტყეში ღამის გასათენებლად ადის მაღალ
კოშკზე. ფლინს ლამაზი რაპუნცელი კოჭავს. მას 21 მეტრიანი ოქროსფერი თმა
აქვს. რაპუნცელი კოშკშია ჩაკეტილი