14 წლისაც არ ვიყავი გორგოლაჭებიანი დაფა რომ მიყიდეს. ისე შემიყვარდა,
საწოლშიც კი ვიწვენდი... ვუვლიდი. ვუფრთხილდებოდი და ახლოს არავის
ვაკარებდი. მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებდი და ახალ-ახალ ტრიუკებს
ვსწავლობდი.
იქვე სკოლასთან მიტოვებული შენობების ნანგრევები იყო-
იდეალური ადგილი ჩემთვის. სწორედ იქ ვსწავლობდით ყველაფერს მე და ჩემი
საყვარელი დაფა.
იმ დაწყევლილ დღესაც იქიდან ვბრუნდებოდით, არ ვიცი რატომ მაგრამ გავჩერდი და ბარდიურზე ჩამოვჯექი... საღამო იყო. არც ციოდა
და არც ცხელოდა, უღიმღამო ამინდი იყო... არ მომწონდა. ვიღაც ქალი მოდიოდა
პატარა ბიჭუნასთან ერთად ხელჩაკიდებული. არ მომეწონა ქალი. არ ვიცი რატომ
მაგრამ მაშინ როდესაც დავინახე პირველი სიტყვა რაც თავში ამომიტივტივდა
იყო: "რა იდიოტია!" ვიღაც ნაცნობი დაინახა და მასთან გააბა ბაასი. მე
ვიჯექი გზის მეორე მხარეს და ვუყურებდი. ჩვენს უბანში მანქანები
ცოტა იყო. გზაზე თითქმის არცერთი მათგანი, ამიტომ შესანიშნავად ვხედავდი
ყველაფერს გზის მეორე მხარეს. ქალი როლებში შეიჭრა. დაავიწყდა ბავშვი.
ხელიც კი გაეშვა. მე ისევ მშვიდად ვიჯექი. სიკვდილის ხმა მესმოდა. მზარავდა
და სულს მიღრღნიდა. საშინელი წინათგრძნობა მქონდა. ქუჩაზე შავმა კატამ
გადაირბინა ზუსტად ჩემს პირდაპირ და შუა გზაზე დაჯდა. ბავშვი წამოვიდა.
კატას უძახდა. სმენა და მხედველობა დავძაბე. უეცრად თავი გმირად
წარმოვიდგინე. გავიფიქრე : "ახლა რომ გზაჯვარედინიდან მანქანა
გამოვარდეს, მე დავინახო, შემოვახტე ჩემს "ბორბლებიან მეგობარს" ბავშვი
ავიყვანო და გადავარჩინო, ყველა ხომ ცემზე ილაპარაკებს? მგობრებიც
მეყოლება... ალბათ შეყვარებულიც..." ფიქრები ავად ამიხდა. მანქანა
მართლა გამოვარდა გზაჯვარედინიდან, მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებდა, მე -
ფეხებს. ასე არასოდეს მომსვლია. ვიდექ გაშეშებული და ველოდებოდი როგორ
დაეჯახებოდა ვიღაც სულელი ბავშვს. დედამისი? იქნებ არც იყო დედა? ისე იყო
გართული ვიღაცასთან საუბარში ვერც შეამჩნია როგორ აედევნა ბავშვი კატას.
არა! ის უთუოდ არ უნდა ყოფილიყო დედა. მაგრამ ვინ იყო, თუ არა დედა? - არ
ვიცი. არც მაშინ ვიცოდი. მაშინ არაფერი ვიცოდი. მანქანამ
"დანიშნუების ადგილს მიაღწია" და ბავშვი პირდაპირ ხეზე აღმოჩნდა
დაკიდებული. ქალი აკივლდა. "იდიოტი! ახლა გაახსენდა?" -ვფიქრობ მე. ბავშვი
არ ტიროდა. ან როგორ იტირებდა? ... მანქანა
მაღალი ძაბვის გადამცემ ძელს შეეჯახა. ვიღაც ხეზე აძვრა რომ პატარა არსება
ჩამოეყვანა. ცოცხალი იყო. კვნესოდა. ტირილი არ შეეძლო. რაღაცას ლუღლუღებდა
თავის ენაზე. მე ეგ ენა აღარ მახსოვს. პატარაობის შემდეგ არ მილაპარაკია
ამ ენაზე, დამავიწყდა. უმოქმედო ხესავით ვიყავი, არაფერი შემეძლო.
მეზიზღებოდა ჩემი თავი რომ ვერ შევძელიმისი გადარჩენა. მშიშარა ვიყავი.
ნაგავი. არარაობა. ვიდექი და ველოდებოდი როგორ დაეჯახებოდა ბავშვს მანქანა.
რომ მეყვირა იქნებ სხვას გადაერჩინა? ეს ფიქრი არ მასვენებდა ტვინს
მიღრღნიდა გამუდმებით... მე ვიყავი დამნაშავე, მხოლოდ მე! ბავშვი ვერ
დავიცავი. თუმცა მეც ხომ ბავშვი ვიყავი, 13 წლის გოგო, რომელიც გმირობაზე
ოცნებობდა და ოცნებაში რეალობას მოსწყდა...
გონს მოვედი. არ ვიცი,
რამ მაიძულა მაგრამ ყველაზე დიდ ქას დავწვდ რაც კი ახლო-მახლოს იყო და
ნაავარიევი მანქანისკენ გავექანე მთელი ძალით. პირველად მაშინ ვიგრძენი რა
საშინელია სურვილი ვიღაცის მოკვლისა, "სისხლი სისხლის წილ!" ვფიქრობდი და
მძღოლის მოკვლა მქონდა განზრახული, მაგრამ დავაგვიანე. უკვე მკვდარი იყო.
როგორც გაირკვა გულმა უმტყუნა და პირდაპირ გზაში გარდაცვლილა, მკვდარმა
მოკლა ბავშვიც... ძალით არ უნდოდა... ჩავიჩოქე მანქანასთან,
ტირილი მინდოდა მაგრამ ცრემლი გამომლეოდა, ყვირილი მინდოდა და ხმა
ჩამწყვეტოდა, სიკვდილი მინდოდა და ჩემს წინ 2 გვამი იყო, მაგრამ მე უფრო
უარესი გვამი ვიყავი ვიდრე ის ორი, მე ვიყავი 13 წლის გოგო, რომელმაც ერთ
დღეში 2 მიცვალებული ნახა, მათ შორის ერთ-ერთის სიკვდილში საკუთარ თავს
ადანაშაულებდა, ეს უკვე მეტისმეტი იყო... იმ დღის შემდებ ჩემს გულში
გაჩნდა დიდი ბზარი რომელიც ჯერ ვერავინ ამოავსო, ხოლო მეხსიერებაში - დიდი
შავი ლაქა. მეგონა ვიღაცამ სული ამომგლიჯა და მხოლოდ სხეულის ამარა
მიმაგდო ორ ცხედარს შუა. ის ქალიც მე მადანასაულებდა, წარმოგიდგენიათ? მე
ხომ ბავშვი ვიყავი, სათუთი და სუფთა? განა მე დავტოვე პატარა ხუჭუჭა
უყურადღებოდ და ვიღაცასთან გავაბი საუბარი? მიყვიროდა და მკვლელს
მიწოდებდა. იქნებ მართალიც იყო...
იმ დღის მერე დაფაზე არ ვმდგარვარ,
შუაზე გადავტეხე და პირველსავე სანაგვე ყუთში ჩავაგდე, არასოდეს მინანია
ჩემი ეს ქცევა. იმ დღის შემდეგ ვერ ვიტან ბავშვებს, მათი ლაპარაკი
მაღიზიანებს, ის პატარა საცოდავი არსება მახსენდება, რომელსაც სიცცხლე
სწყუროდა, თამაში უნდოდა თავისსავით პატარა შავ კნუტთან მაგრამ არ
დასცალდა... როდესაც ვამბობ, რომ ბავშვები არ მიყვარს ყველას უგულო და
ცივსისხლიანი ვგონივარ, თუმცა რა იციან, რა რთულია ნახო, 13 წლისამ, 2
სიკვდილი ერთ დღეში... ამბობენ ბავშვი სიცოცხლესთან ასოცირდებაო,
სიცოცხლის სიყვარულთანო, ვისაც არ უყვარს ბავშვი არც სიცოცხლე უყვარსო,
ვისაც სიცოცხლე არ უყვარს, მას სიკვდილი ყვარებია და, დაე მოკვდესო...
ვისთვის როგორ, ჩემთვის კი ბავშვი ყოველთვის სიკვდილთან ასოცირდება,
"მის" სიკვდილთან... სიცოცხლე კი მართლა არ მიყვარს... რამდენჯერ მიფიქრია,
არჩევანის უფლება რომ მქონოდა იმ ბავშვის ადგილზე მე დავდგებოდი-მეთქი.
მაგრამ, ასე ახლა ვფიქრობ, 13 წლისაც ასე ვფიქრობდი, უბრალოდ ყველაფერი
ისე სწრაფად მოხდა... ყველანაირად ვიმართლებ ხოლმე თავს, რომ დავიმშვიდო
ნევები... თუმცა მეც და მეორე "მემაც" ვიცით რომ თავის მართლებით მხოლოდ
გარედან ვკმაყოფილდები. სულის ფორიაქი არ წყდება. არ მასვენებს. ყველა
ბავშვის ბუტბუტი "მისი" ლაპარაკი მგონია, ხიდან რომ ჩამოიყვანეს მაშინ
ლაპარაკობდა ასე, მე ეს ენა არ მახსოვდა... როდის დამავიწყდა არ ვიცი,
მაგრამ მაშინ უკვე არ მახსოვდა. ვერ ვიტან როცა ბავშვი ტირის. როცა ტირის
მივდივარ და გულში ვიკრავ. იმ დასახიჩრებული ბავშვის ჩაკვრაც მინდოდა,
მინდოდა სამუდამოდ გულზე მიმეწებებინა და არსად გამეშვა, მაგრამ "იმ
ქალმა" ლანძღვა დამიწყო და ახლოსაც არ გამაკარა... მისი აზრით ხომ მე
მოვკალი ის... ან იქნებ მართლა მოვკალი? - ეს ფიქრები დღემდე არ მასვენებს
და ალბათ საფლავის ქვაში გამომწყვდეულიც დავიდანაშაულებ თავს, მე ხომ
შემეშინდა, მე ხომ ვერ შევძელი?მერე რა რომ ბავშვი ვიყავი თავადაც!