ლუდის ამერიკულმა
ბრენდმა Samuel Adamsლუდისა და შამპანურის ჰიბრიდი გამოუშვა. შემქმნელები
გვარწმუნებენ, რომ ამ სასმელით სავსებით შესაძლებელია შეავსოთ ბოკალი და
ახალი წლის სადღეგრძელო შესვათ. ლუდიInfinium შეზღუდული რაოდენობით, 750
მილილიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული გაიყიდება. მას, შამპანურის მსგავსად,
ფოლგით შეფუთული თავსახური ექნება. სასმელი ოქროსფერია, შუშხუნა და მშრალი.
მასში ალკოჰოლის შემცველობა თითქმის ორჯერ აღემატება სტანდარტული ლუდისა
და ზოგიერთი ღვინის სიმაგრეს. "მე შევქმენი სასმელი, რომელიც შუალედურია
შამპანურს, კარგ სადესერტო ღვინოსა და ლუდ Noble Pils-ს შორის", აცხადებს
ჯიმ კოხი, Samuel Adams-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომპანიაBoston
Beer-ის წარმომადგენელი, რომელსაც ეკუთვნის ახალი ბრენდი. ბიზნესმენს იმედი
აქვს, რომ Infinium შეცვლის მომხმარებელთა წარმოდგენას ლუდზე. "ლუდს
ისეთივე ღირსებები და კეთილშობილება გააჩნია, როგორიც ღვინოს, მაგრამ
ჯეროვანი პატივისცემით არ სარგებლობს, რადგან თავად თავად მელუდეები არ
მიაგებენ მას პატივს. ლუდი ბაზარს ძირითადად იუმორითა და ნახევრად შიშველი
ქალებით იპყრობს" - ფიქრობს კოხი. უნიკალური ლუდი გახდა თანამშრომლობის
მიზეზი კოხსა და მსოფლიოს უძველეს გერმანულ ლუდსახარშ Weihenstephan-ს
შორის. სასმელი, სავარაუდოდ, 2011 წლის გაზაფხულიდან გამოვა გაყიდვაში.
აქედან ჩრდილოამერიკული ბაზრისათვის დაახლოებით 15 ათასი კეისი იქნება
ხელმისაწვდომი. კოხის აზრით, ამ ბიზნესიდან შემოსავალი 2 მილიონ დოლარს
მიაღწევს. მართალია, ეს კომპანიის მთელი შემოსავლების მცირე ნაწილია,
მაგრამ მათთვის მთავარია, ლუდმა ბაზარზე ფურორი მოახდინოს. ცნობილია
სასმელის ფასიც - ერთი ბოთლი Infinium19,99 დოლარად გაიყიდება. მაშინ,
როდესაც მელუდეთა უმრავლესობა ბაზარზე საკუთარი პროდუქციის წამოსაწევად
სულელურ ხუმრობებს იყენებს, კოხს იმედი აქვს, რომ მისი კომპანია კლიენტებს
სასმელის გემოთი და არომატით მიიზიდავს. "მე მჯერა, რომ ქალებსაც და
მამაკაცებსაც მოსწონთ სასმელები შესანიშნავი გემოთი" - ამბობს ჯიმ კოხი.
|