შოტლანდია, 1280 წ. მამაცი მებრძოლი უილიამ უოლესი, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობს. ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, მას მხოლოდ შურისძიების შესაძლებლობა ანუგეშებს.
კოსმოსურ მეგაპოლისში გენიალური მეცნიერი, დოქტორ ტენმა ცხოვრობს. თავისი დაღუპული შვილის სახსოვრად, მან რობოტი-ბიჭუნა შექმნა, რომელსაც ადამიანის ყველაზე საუკეთესო თვისებები და სუპერგმირის ზებუნებრივი ძალები აქვს. ასტრო ბიჭუნას გული დაწყდა როდესაც გაიგო, რომ ნამდვილი ადამიანი არაა. მაგრამ ამასობაში ის სამხედრო დამნაშავეთა ინტერესის სფეროში მოექცა, რომლებსაც პატარა რობოტის ძალის გამოყენება სურთ დედამიწის დაპყრობაში.
ამერიკის ყველაზე ძლიერი საიდუმლო იარაღი კვლავ მოქმედებაშია! ჩარლის ანგელოზები მზად არიან ახალი გმირობების ჩასადენად! ამ ჯერად მთავარი ბოროტმოქმედი პრაქტიკულად თვალმომჭრელია. ის ლამაზი და სექსუალურია, მას ყვალაფრი ეხერხება - სერფინგი, მოტორბოლები. გოგოებს გაუჭირდებათ გატაცებული ვერცხლის სამაჯურების პოვნა. ეს უბრალოდ სამკაული კი არ არის, არამედ ინფორმაციის მატარებლები, რომლებზეც მიკროტექსტით ამობეჭდილია მოწმეთა დაცვის ფედერალური პროგრამის მონაწილეების სახელები და მისამართები. დილამშვიდობისა, ანგელოზებო!
გიჟური წვეულების მეორე დილას, ორი უცხო ადამიანი ერთ საწოლში იღვიძებს. თურმე ისინი წინა ღამეს დაქორწინდნენ და ჯეკ-პოტი მოიგეს. ახლა ყოველ მათგანს, ფულთან ერთად, თავისი მეორე ნახევრისგან თავის დაძვრენა უნდა.
სეპარატისტული პოლიტიკური დაჯგუფება სენატორ პადმე ამიდალას მკვლელობას გეგმავს. ჯედაის რაინდები ობი-ვან კენობი და ენეკინ სქაიუოქერი კლონების გასაიდუმლოებულ ჯარებს მიაგნებენ. გალაქტიკური რესპუბლიკა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა.
ჩრდილოეთი პოლუსის საიდუმლოს გამხელით რისკით, სკოტ კელვინი, შეთავსებით კი სანტა–კლაუსი თავის ცოლთან კეროლთან ერთად, დაპატიჟებს თავის ნათესავებს შობის და თავისი ვაჟის დაბადების აღსანიშნავათ. შედეგად სკოტი მის დიდ ოჯახთან და მთავარ ელფთან კერტისთან ერთად იძულებული გახდება ცბიერ ბოროტმოქმედს ჯოე ფორეტს დაუპირისპირდეს, რომელმაც გეგმა დაისახა წაართვას შობა სანტა–კლაუსს