შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა ეს საინტერესოა...
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
ეს საინტერესოა...

სამყარო სულ რაღაც 50 წლის წინათ

04-04-2013

მეოცე საუკუნე სამეცნიერო ცოდნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უზარმაზარი ნახტომების მოწმეა. უამრავი აღმოჩენა გაკეთდა, რამაც კომუნიკაციების, მრეწველობისა და მედიცინის ტექნოლოგიებში გარდატეხა მოახდინა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ამ სიახლეებმა ადამიანებს კომფორტი და კეთილდღეობა მოუტანა. რა ხდებოდა 50 წლის წინ?
ადამიანები ველოსიპედებს დააქროლებდნენ და რადიოს უსმენდნენ. ოჯახებში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ხელმისაწვდომი გახდა სწრაფი საგზაო ტრანსპორტი, საჰაერო მოგზაურობა, კოსმოსის კვლევა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, ტელეფონი,ფერადი ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, საშრობი, მიკროტალღოვანი ქურა და ასე შემდეგ. 1976 წლისათვის პერსონალური კომპიუტერი გამოიგონეს. 


უზარმაზარი ვულკანი მარსზე

03-04-2013

ოლიმპუს მონსი მზის სისტემის ყველაზე დიდი ვულკანია და იგი პლანეტა მარსზეა განლაგებული. მისი სიმაღლე 26 კილომეტრია, მაშინ როცა დედამიწის ყველაზე მაღალი მთა, ევერესტი მხოლოდ 8 კმ-ს აღწევს. ვულკანი გარშემოწერილობითაც უზარმაზარია (550კმ). მარსის გიგანტური კანიონის სისტემა, მარინერის ველი კი 4000 კმ სიგრძისაა. 
ეს ვულკანური მთა, ისევე როგორც მარსის სხვა კლდოვანი წარმონაქმნები, დედამიწელმა მეცნიერებმა მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. ცნობილი ასტრონომი პატრიკ მური აღნიშნავდა, რომ მარსზე არის მთები, რომელთა წვერები მაშინაც კი ჩანს, როცა მთელი პლანეტა მტვრიანი ქარიშხლებით იფარება. თუმცა მარსის ვულკანები მანამდე იყო ბურუსით მოცული, სანამ მას სპეციალურმა დანადგარებმა სურათი არ გადაუღეს. ეს 1972 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დადგინდა, რომ მარსის ვულკანი დედამიწის ნებისმიერ მთაზე ბევრად მაღალია.





ბალიშების დღე

07-04-2013

გაბრაზებული ხართ რაიმეზე? თავს დამცირებულად გრძნობთ სამუშაო პირობების გამო? ან თუნდაც იმის გამო ხართ ცუდად, რომ საერთოდ არ გაქვთ სამუშაო? მაშინ ნიუ-იორკის ბალიშების საერთაშორისო დღე ნამდვილად არ უნდა გამოგეტოვებინათ.

უკვე მეოთხე წელია, რაც ნიუ-იორკის ცენტრში ადამიანები იკრიბებიან და სტრესის მოხსნას ბალიშების ბრძოლით ცდილობენ. სულ პირველად, ამ მოვლენაში შემცირებების შედეგად გათავისუფლებული ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, ამჟამად კი ,,დღესასწაულში" ნებისმიერ იმ ადამიანს შეუძლია ჩართვა, ვინც თანამედროვე ეკონომიკამ იმედგაცრუებული დატოვა.
 
ბალიშების დღეს მსოფლიოს სხვა წერტილებშიც აღნიშნავენ, მაგრამ ნიუ-იორკის მოვლენის მასშტაბებმა წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.






ჯუჯა ხეების ისტორია

ბონსაი – არის ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარე , რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ  პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. ბონსაი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ლანგარზე გაზრდილს”. ბონსაი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისაგან,  რომ ამ უკანასკნელში ძირითადად მნიშვნელობას ყვავილებს ან ფოთლებს ანიჭებენ, ბონსაიში კი უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ ხის ყველა ნაწილის პროპორციის შენარჩუნებაზე. ბონსაი ხშირად 30 სმ სიმაღლისაა, მაგრამ მთებში გაზრდილი მაღალი , დატოტვილი ხის ზუსტი ასლია.

ბონსაის გამოზრდა იოლი არ არის. უნდა გამოითვალოს მზის და სინათლის საჭირო ნაკადი, წყლის რაოდენობა და ხარისხი , სასუქები და შესაფერისი ნიადაგი. მესამე , თვალყური უნდა ადევნო , რათა ხემ ფორმა შეინარჩუნოს : უნდა გადაჭრა , გადარგო , ცალკეული ტოტები მავთულით შეკრა და ა.შ.საბოლოოდ იზრდება პროპორციული , მაგრამ მინიატურული ხე.

ბონსაი იდეალური იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია მოთმინებით დაელოდოს ულამაზეს შედეგს.





ფეისბუქის მოხმარება უფრო ჭკვიანს ხდის ადამიანს


1. მეტი მეგობარი - უფრო დიდი ტვინი.
კვლევებით დადგინდა, რომ ფეისბუქზე ბევრი(მართლა ბევრი) მეგობრის ყოლა იწვევს ტვინის იმ ნაწილის ზრდას, რომელიც სახეებისა და სახელების დამახსოვრებაზეა ორიენტირებული.

2. ფეისბუქი აუმჯობესებს მახსოვრობას.
რეალურ ცხოვრებაში ჩვენ დაახლოებით 50 ადამიანთან გვაქვს კონტაქტი. ფეისბუქზე დარეგისტრირებულ ადამიანს კი დაახლოებით 200 მეგობარი ჰყავს. შოტლანდიელი მკვლევარი, ტრეისი ალოვეი ირწმუნება, რომ ამ ადამიანების ამბებისთვის თვალის მიდევნებაც კი აუმჯობესებს ჩვენს მახსოვრობას.ეს პუნქტი წინა პუნქტისგან განცალკევებით იმიტომ გამოვყავით, რომ  ეს ფენომენი ყველაზე ვრცელდება და არა მხოლოდ მათზე, ვისაც ათასობით მეგობარი ჰყავს.

3. სოციალური ინტერაქცია ახალ ბმულებს აჩენს ტვინში
ახალი ბმულები ტვინში მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი ცდილობს სხვა ადამიანებთან თანამშრომლობით მივიდეს საერთო მიზნამდე. იგივე ეხება უბრალოდ ინტერაქციასაც, ტვინისთვის კი სულ ერთია, თქვენ რეალურად ურთიერთობთ სხვა ადამიანებთან თუ ვირტუალურად. 


4. პოზიტიური ემოციები უფრო კრეატიულს გხდით
რა თქმა უნდა, ფეისბუქის შესახებ ბევრი ნეგატიური რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სიახლოვის შეგრძნება ცალსახად პოზიტიური ემოციაა. პოზიტიური მუხტი კი ადამიანს ცხოვრებაში კრეატიული გზების ძიებისკენ უბიძგებს.


5. წერის უნარი უმჯობესდება
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ სტუდენტები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ფეისბუქს, უკეთესად წერენ, ვიდრე მათი სოციალურ ქსელებში პასიური თანატოლები. მიზეზი ისაა, რომ მათ ისწავლეს სხვადასხვა სიტუაციაში იმ სიტუაციისთვის შესაბამისი წერითი ხერხების გამოყენება.







სიყვარულის გვირაბი უკრაინაში


სიყვარულის გვირაბი უკრაინაში, ქალაქ კლევენთან ახლოს მდებარეობს. საკმარისია, ამ საოცრებას თვალი შეავლოთ, რომ მაშინვე მიხვდებით, რა ლამაზი შეიძლება იყოს ადამიანისა და ბუნების ერთობლივი ნამუშევარი.

ეს გვირაბი უამრავი წლის წინ გაკეთდა და წლების მანძილზე სწორედ მისი დახმარებით მიჰქონდათ ტყიდან ხის მასალა ქარხნებში. პარალელურად, მწვანე ფოთლოვანმა მცნარეებმა დაიწყეს გაზრდა, მაგრამ მათ ზრდას  გვირაბის ფორმა არ დაურღვევია. იქ ხომ აქტიურად მოძრაობდნენ მატარებლები. 
ამბობენ, რომ თუ შეყვარებულები ამ ადგილას სურვილს ჩაიფიქრებენ, ეს სურვილი აუცილებლად აუხდებათ. რაც უფრო ძლიერ უყვარს წყვილს ერთმანეთი, სურვილის ახდენა მით უფრო დაჩქარდება.





მომავლის რობოტები

რობოტების ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მომავალში რობოტები დიდ როლს შეასრულებენ ,,სახლის სამუშაოებში". ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესება სურთ. მოსახლეობას ურჩევნია,  მათ ნაცვლად ვინმემ  შეასრულოს ჭუჭყიანი და მონოტონური სამუშაო, ამისთვის კი რობოტები იდეალურები არიან.
იაპონური კომპანია ,,ტოიოტა" ცნობილია მანქანების წარმოებით, მაგრამ ის ამავდროულად რობოტექნიკაზეც მუშაობს. 2007 წელს "ტოიოტამ" წარმოადგინა რამდენიმე რობოტი:
მოძრავი რობოტი  - დაჰყვება ადამიანს, სწევს მძიმე საგნებს, შეუძლია საათში 6 კმ-ს გავლა.
რობინა - რობოტი, რომელიც გიდის მოვალეობას ასრულებს ტურისტებისთვის
რობოტი-მევიოლინე- შეუძლია კლასიკის შესრულება ვიოლინოზე. მისით ძირითადად კაფეებისა და კლუბების მფლობელები დაინტერესდნენ. 
რობოტი, რომელიც გაასეირნებს ძაღლს და შემდგომ თქვენ ნაცვლად იზრუნებს  ქუჩის დასუფთავებაზე








ლომისა და მისი პატრონების გულისამაჩუყებელი ისტორია

ეს ამბავი სამოციანი წლების ბოლო მოხდა. ავეჯის მაღაზიის მფლობელმა წყვილმა, ჯონ რენდალმა და ენტონი ბურკემ ზოოპარკისგან პატარა ლომის ბოკვერი იყიდეს, რომელსაც ქრისტიანი დაარქვეს. ერთი წლის განმავლობაში ქრისტიანი მათთან ცხოვრობდა,  შემდეგ კი ავეჯის მაღაზიაში გადაინაცვლა. იქ უკვე მოზრდილ ლომს პატრონებმა კომფორტული კუთხე მოუწყვეს, მას ეკლესიის ეზოში წვრთნიდნენ და პლაჟზე ასეირნებდნენ ხოლმე. 

მალე ლომი იმხელა გახდა, რომ ავეჯის მაღაზიაშიც ვიწროდ გრძნობდა თავს. მაშინ პატრონებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქრისტიანი ველურ ბუნებაში გაეშვათ, დასახმარებლად კი ლომების ცნობილ მეგობარს, ჯორჯ ადამსონს მიმართეს. ჯორჯმა ქრისტიანს სხვა ლომები გააცნო და პრაიდი ჩამოაყალიბა, რომლის მეთაურიც ქრისტიანი გახდა.
1972 წელს, ლომის ბუნებაში გაშვებიდან ერთი წლის თავზე, რენდალმა და ბურკემ გადაწყვიტეს, კენიაში წასულიყვნენ და ქრისტიანი მოენახულებინათ. ადამსონი მათ აფრთხილებდა, რომ ლომთან შეხვედრა ძალიან სარისკო იყო. ამის შემდეგ კი სასწაული მოხდა. როგორც შეხვედრის ამსახველი კადრები გვამცნობენ, ქრისტიანმა ჯერ შორიდან შეათვალიერა ვიზიტორები, მერე ნაბიჯს აუჩქარა და წყვილს მიუახლოვდა. ლომმა იცნო თავისი აღმზრდელები, მათ ფეხები შემოხვია მხრებზე და სახე აულოკა. 

აი, ასე აღწერს რენდალი ამ ამაღელვებელ მომენტს:" ჩვენ მას დავუძახეთ და ისიც ნელა დაიძრა ჩვენკენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ გვიცნობდა და საშინლად შემეშინდა. სულ რამდენიმე წამში კი ქრისტიანი, ჩემი საყვარელი ცხოველი, მეფერებოდა და თათებს სახეზე მადებდა. ეს საოცარი შეგრძნება იყო"

1973 წელს ჯორჯ ადამსონმა უკანასკნელად ნახა ქრისტიანი. ამის შემდეგ ის გაუჩინარდა. ჯორჯი მისი ბოლო ნახვიდან დღეებს ითვლიდა. 97 დღის შემდეგ კი მან თვლა შეწყვიტა.   

 














სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 00:22
თქვენი IP: 18.191.107.181
თარიღი: 24.11.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: