შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა ეს საინტერესოა...
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
ეს საინტერესოა...

თევზების უცნაური ჩვევები

თევზების უმრავლესობა კვერცხებს დებს, ზოგიერთი 200 000-ზე მეტსაც, მაგრამ მათგან ბევრს სხვადასხვა არსებები ჭამენ. მხოლოდ რამდენიმე სახეობის თევზი ზრუნავს თავის კვერცხებზე. გამოჩეკილ შთამომავლობაზე კი- კიდევ უფრო ცოტა

პირი-აკვანი
თევზი კარდინალი თავის კვერცხებს პირში ინახავს მთელი ერთი თვის განმავლობაში, სანამ კვერცხები არ გამოიჩეკება, თევზი არაფერს ჭამს. თუ კარდინალი რამემ შეაშინა ან მყუდროება დაურღვია, შეიძლება კვერცხები გადაეყლაპოს, რასაც კარდინალი ძალიან განიცდის.

საიმედო თავშესაფარი
პატარა ლიფსიტებს უამრავი ზღვის ცხოველისგან ემუქრება საფრთხე. ციქლოსომა მტკნარ წყალში ბინადრობს. პირით იგი არა მხოლოდ კვერცხებს, აეანედ პატარა ლიფსიტებსაც დაატარებს, სანამ ისინი არ წამოიზრდებიან და თვითონ არ შეძლებენ ნადირობას. ციქლოსომას ლიფსიტები საფრთხის დროს დედის პირს აფარებენ თავს. 



კარლსბადის გამოქვაბულები

მჟავანარევმა წყალმა კირქვის კლდეში დერეფნებისა და დარბაზების უზარმაზარი ქსელი შექმნა. კარლსბადი განსაკუთრებით ცნობილია დიდი დარბაზით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოქვაბულით, რომლის სიგრძე 610 მეტრს, სიგანე კი 335 მეტრს აღწევს. საუკუნეების განმავლობაში მინერალებით სავსე წყალი მრავალფეროვან ნაგებობებს ქმნიდა, რომელთა შორისაა სტალაგმიტები და სტალაქტიტები. ისინი წყლის დაცემისა და აორთქლების შედეგად ჩნდებიან და მინერალურ ნალექს შეიცავენ.




მარჯნის რიფი: ცხოველი და არა მცენარე

მარჯნის რიფი მინიატურულ ზღვის ჯუნგლებს წააგავს, სადაც ბევრი უცნაური ხის ფორმის პოლიპი ცოცხლობს. თითოეული მარჯანი ათასობით უხერხემლოთა კოლონადაა, რომელსაც პოლიპი ჰქვია. ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მთელი წლის განმავლობაში ერთნაირია (მასზე მთვარე მოქმედებს). წელიწადში ერთხელ მილიონობით პოლიპი კვერცხს დებს, რომლებიც წყალში ისე იფანტება, როგორც თოვლი ქარბუქში. 
მაგარი რიფები ძველი კოლონიის ჩონჩხებზე აშენებენ ახალს. პოლიპები რიფის კედლებს, იატაკსა და შიდა ტიხრებს ზღვის წყლის კალციუმით აკეთებენ. მიკროსკოპული მცენარეები კი მარჯნის შიგნით მზის სინათლეს საქაროზად გარდაქმნიან.





საინტერესო ფაქტები სახეობების შესახებ

1. პარალელური ევოლუცია
ერთ დროს დედამიწაზე გლობალურად იყვნენ გავრცელებული ჩანთოსნები, შემდეგ კი ისინი უმეტესწილად პლაცენტიანმა ძუძუმწოვრებმა ჩაანაცვლეს. ისინი მხოლოდ ორ კონტინენტზე - ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში გვხვდებიან. რადგანაც 65 მილიონი წლის წინ კონტინენტური გაყოფის შედეგად ეს ადგილები დაცალკევდნენ, მათზე მობინადრე სახეობებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიცადეს ევოლუცია. 

2. თუ დედამიწის გაჩენიდან დღემდე დროის მონაკვეთს 12 საათად წარმოვიდგენთ, მაშინ გამოვა, რომ:
პირველი ბაქტერიები დაახლოებით 9-10 საათის წინ გაჩნდნენ, პირველი ბაქტერია, რომელიც ჟანგბადს გამოყოფდა- დაახლოებით 7 საათის წინ, ცხოველები და სოკოები სულ რაღაც 90 წუთის წინ გაჩნდნენ, ადამიანი კი მხოლოდ რამდენიმე წამის წინ განვითარდა.

3. 1859 წელს ევროპული ბოცვერი ავსტრალიაში შეიყვანეს. ადგილობრივი მტაცებლების არარსებობის გამო მათი რაოდენობა უზომოდ გაიზარდა და ისინი მთელ კონტინენტს მოედნენ. ანადგურებდნენ მცენარეებს და საძოვრებს. ეს გაკვეთილი ძვირად დაუჯდათ მეცნიერებს. 





ყინულოვანი ნორვეგია



ხედავთ სურათზე ყინულიდან გადმოღვრილ შადრევანს? ეს სურათი სპიტსბერგენზეა გადაღებული, ნორვეგიაში, სვალბარდის არქიპელაგის ერთადერთ დასახლებულ კუნძულზე. სვალბარდი ნორვეგიის უკიდურესად ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს და სულ ცოტათია დაშორებული ჩრდილოეთ პოლუსიდან.  

დედამიწის ყინულოვანის მასის 99 პროცენტს პოლარულ რეგიონებში განლაგებული ყინულის ფენები წარმოადგენს. ყინულის უზარმაზარი კუნძულები სუფთა წყლის უდიდეს საცავს წარმოადგენს ჩვენს პლანეტაზე. მათგან ზოგიერთი სრულიად მყარი მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაშია, შემდეგ კი ნაწილობრივ დნება და მოსახლეობას სუფთა წყლით უზრუნველყოფს. 

ყინულის მასებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილებები. მათი ზომის შემცირება გლობალური დათბობის მნიშვნელოვანი იდიკატორია. ყინულის გიგანტების დადნობას კი წყლის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება მოჰყვეს.







რა პლუსები აქვს ზედმეტ წონას?


 1. გასართობი
ხანდახან ძალიან სახალისოა რბილი ნაწილებისთვის ხელის მოჭერა ან ჩქმეტა. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ თქვენი სხეულია, გაერთეთ მისით. 

 2. ზოგიერთი ტანსაცმელი თქვენ უფრო მოგიხდებათ, ვიდრე გამხდარ ადამიანს.
გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, სიგამხდრე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ტანსაცმელი კარგად გექნებათ. სავსე ფორმები ხშირად უკეთ წარმოაჩენს ტანსაცმლის დადებით მხარეებს.

 3. სხვადასხვა სახეობის ცეკვები თქვენ უკეთ გამოგივათ, ვიდრე სხვებს.
ზოგიერთი ცეკვა უბრალოდ ითხოვს სავსე თეძოებს. მაგალითად, აღმოსავლური ან ლათინოამერიკული ცეკვები. 

4. ჩახუტება
ძალიან გამხდარ ადამიანთან ჩახუტება ნამდვილად უსიამოვნოა.  

5. ბუნებრივი დაცვა
ცხიმის ფენები დაზიანებისგან იცავს შინაგან ორგანოებს. ამიტომაც, ჭრილობები დიდად ვერ ავნებს მათ, ვისაც ასეთი ბუნებრივი აბჯარი აქვს. 

 





დროში მოგზაურობა შესაძლებელია?


ჰერბერტ უელსის მოთხრობაში ,,დროის მანქანა" დროში მოგზაური ძვრება თავის ხელნაკეთ  მანქანაში, კრეფს შორეული მომავლის რომელიმე წლის აღმნიშვნელ ციფრებს და ქოქავს მანქანას. მის გარშემო დრო უფრო სწრაფად გადის, წლები თვალის დახამხამებაში გაიფრენს და მოგზაურიც შორეულ მომავალში ჩერდება. შესაძლებელია კიეს?
ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. სივრცეში შეიძლება იყოს უცნაური ხვრელები- დროის სხვადასხვა პერიოდის დამაკავშირებელი უმოკლესი გზები, მაგრამ თუნდაც მეცნიერებმა დაამტკიცონ, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაინც გადასაჭრელი იქნება ამ საკითხის თანმხლები ფილოსოფიური პრობლემა. 
ერთი პრობლემა წარსულს ეხება. მართლა რომ გქონოდა დროის მანქანა და წარსულში დაბრუნება შეგძლებოდა, მაშინ ხომ იმასაც შეძლებდი, რომ შეგეცვალა ის, რაც უკვე მოხდა. მაგრამ უკან დაბრუნება და რამის შეცვლა რომ შეგძლებოდა, მაშინ იმასაც ხომ მოახერხებდი, რომ მოგეკლა საკუთარი წინაპარი, სანამ მას შვილები ეყოლებოდა. ასე საკუთარ დაბადებას გააუქმებდი, მაგრამ ერთი წუთით! თუ არ დაიბადები, ვერ იარსებებ, თუ ვერ იარსებებ, უკანაც ვერ დაბრუნდები და ვერც ვერაფერს შეცვლი. ესე იგი, მაინც დაიბადები. გამოდის, თან იარსებებ და თან_ არა.

ზოგი ფიქრობს, რომ ეს პარადოქსი სწორედ იმას აჩვენებს, რომ დროში მოგზაურობაც შეუძლებელია. თქვენ როგორ ფიქრობთ?





სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

საათი: 00:26
თქვენი IP: 3.145.108.43
თარიღი: 24.11.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: