შესვლა
მთავარი სიახლეები რუსულად 11 სექტემბერი
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
11 სექტემბერი

ალბათ ყველას ჩაგრჩენიათ გონებაში ბავშვობის რაღაც მომენტები, კონკრეტული დღეები თუ დიალოგები. მაგალითად მე, ძალიან კარგად მახსოვს 2001 წლის 11 სექტემბერი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 4 წლის ვიყავი. უკვე 10 წელი გავიდა, მაგრამ მე გუშინდელივით მახსოვს ამ დღის ყოველი დეტალი. მახოვს, რომ მზიანი ამინდი იყო და ისიც კი მახსოვს, რომ პირველი გაკვეთილი მათემატიკა მქონდა, საღამოს კი ინგლისური. მე და მასწავლებელი ჩემ ოთახში ვმეცადინეობდით, მეორე ოთახში კი დედაჩემი და მეზობლები ტელევიზორს უყურებდნენ. ცოტა ხანში გვერდით ოთახიდან ხმაური მოგვესმა და მასწავლებელმა მითხრა: მოდი დღეისთვის მოვრჩეთ, ხომ ხედავ, როგორ გვიშლიან. გვერდით ოთახში გასვლისას დავინახეთ, რომ შეკრებილები განცვიფრებულნი უყურებდნენ ტელევიზორს, რომელიც ცეცხლმოკიდებულ ცათამბჯენს აჩვენებდა. პირველი ჩემი კითხვა იყო: რა ფილმს უყურებთ დე? დედამ კი მიპასუხა, რომ ეს ფილმი არ იყო… სანამ ჩემი ბავშვური ტვინი ფიქრობდა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს სინამდვილეში მომხდარიყო, პირდაპირ ეთერში აჩვენეს, თუ როგორ შეეჯახა თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის მეორე შენობას… არავინ ტიროდა. როგორც ჩანს, ჩემ გარდა, სხვებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში, სწორედ ამ  წუთებში ხდება..

არასოდეს დამავიწყდება 11 სექტემბრის კადრები, მათ სამუდამოდ დაიკავეს ადგილი ჩემ მეხსიერებაში. არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორ შეეჯახა თვითმფრინავი უზარმაზარ შენობას, თუ როგორ ხტებოდნენ ადამიანები შენობიდან და როგორ ჩამოინგრნენ ტყუპები… ეს იყო პირველი ტრაგედია, რომელიც ბავშვის თვალით დავინახე, პირველი უზარმაზარი ბოროტება ადამიანისა.

მაშინ არ ვიცოდი რა იყო პოლიტიკა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რა იყო ალქაიდა და რას წარმოადგენდა ბინ ლადენი, მაგრამ ვიცოდი ერთი – ეს ყველაფერი ძალიან ცუდი იყო. რომ ეს არ უნდა მომხდარიყო და რომ ამ ყველაფერს შეეწირა უამრავი ადამიანი, რაც ვერანაირად ვერ იქნებოდა კარგი. ალბათ ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ აღიბეჭდა ასე მყარად ჩემ გონებაში – იმ მომენტში მეც იმ ამბის თანამონაწილე ვიყავი.

დღეს უკვე ბევრი რამე ვიცი 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ და ანალიზის გაკეთებაც შემიძლია, მაგრამ არ მინდა პოლიტიკას შევეხო. მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ამერიკის ტრაგედია, ეს იყო მთელი მსოფლიოს ტრაგედია, რადგან ნათელი გახდა, რომ ადამიანის ბოროტებას შეუძლებელიც შეუძლია. ეს იყო დღე, როდესაც ადამიანებს შორის არ არსებობდა ეროვნება, რელიგია თუ პოლიტიკური შეხედულებები, არსებობდა მხოლოდ მხარდაჭერა და სოლიდარობა.

და დღეს, 10 წლის შემდეგ, როდესაც არსებობს საშიშროება მორიგი ტერაქტრისა, მე გაფიქრებაც კი მზარავს, რომ შეიძლება რაიმე მსგავსი მოხდეს. გუშინ ღამე მხოლოდ ერთი აზრით დავიძინე: არაფერი არ მოხდეს, ყველა კარგად იყოს! ამერიკაში 11 სექტემბერი მხოლოდ ახლა დაიწყო და იმედია, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება!

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები იყო ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა შეიპყრო ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ტაუერს (ტყუპი ტაუერები), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფთაგან დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა და მრავალი სხვა ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი, რომელიც თეთრ სახლს იყო დამიზნებული, მგზავრთა წინააღმდეგობის შედეგად სომერსეტ ქაუნთის, პენსილვანიის, ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტებს შეეწირა 115 ქვეყნის 2 977 მოქალაქე, 19 ტერორისტის ჩათვლით.
აქედან 246 ოთხივე თვითმფრინავის მგზავრი.
2 606 ნიუ-იორკში.
125 პენტაგონში.
1 355 პირველ ცათამბჯენში.
630 მეორე ცათამბჯენში.
411 მაშველი.
341 მეხანძრე და 2 ექიმი.
23 ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცერი.
37 პორტის თანამშრომელი.
ასევე, 200-ზე მეტი ადამიანი თავისი ნებით გადმოხტა ტყუპების შენობებიდან.

ეს დღე არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, იმისთვის, რომ არ დავივიწყოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად შეუძლიათ მსგავსი საშინელების ჩადენა.








სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

საათი: 08:00
თქვენი IP: 3.135.219.153
თარიღი: 24.11.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: