შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა ვანო ჯავახიშვილმა გიორგი აფციაურს პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
ვანო ჯავახიშვილმა გიორგი აფციაურს პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა

"კომედი შოუს" გუნდში განხეთქილებაა. ვანო ჯავახიშვილსა და პრეზიდენტის პაროდისტ გიორგი აფციაურს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც აფციაურმა გუნდი დატოვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ”ამბები.გე” გიორგი აფციაურს დაუკავშირდა.

როგორც მსახიობმა განგვიცხადა, საპარლამენტო არჩევებამდე ცოტა ხნით ადრე ვანო ჯავახიშვილმა მას პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა.

- ვანო "კომედი შოუს" უფროსია. შეიძლება ეს გარედან ასე არ ჩანს, მაგრამ ასეა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვანოს მხრიდან პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება შემეზღუდა.

- ამის მიზეზი თუ დაასახელა?
- არა, მიზეზი არ დაუსახელებია. მართალია უმრავ სხვა პროექტზეც მიმუშავია და ბევრი

თაყვანისმცემელიც მყავს, მაგრამ ძირითადად ყველა პრეზიდენტის პაროდიით მიცნობს. სხვა რა უნდა მეკეთებინა? ხომ არ ვიმღერებდი და ვიცეკვებდი?

- არჩევნებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აქამდე რატომ დუმდით?
- ასე მიზანმიმართულად მოვიქეცი. წარმოიდგინეთ მაშინდელი პოლიტიკური სიტუაცია. იტყოდნენ, რომ ფული ავიღე ან სადმე წასვლა გადავწყვიტე. ამიტომ ვამბობ ახლა. იმ ადამიანმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მარტო მე არ დამაზარალა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ამ დროის განმავლობაში სახლში ვიყავი. სამომავლო გეგმებზე ორშაბათს პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ.
სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 04:17
თქვენი IP: 3.149.249.127
თარიღი: 20.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: