შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა საინტერესო ფაქტები
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
საინტერესო ფაქტები

 სახელწოდებით საინტერესო ფაქტები

1.ფლორიდას შტატის ცოცხალი ბუნების პარკ Gatorland-ში უცნაური ალიგატორი გაჩნდა, რომელსაც ძალიან იშვიათი პიგმენტაცია-ლეიკიზმი აღენიშნება. ამ დროს სხეულის მხოლოდ მცირედი ნაწილია შეფერილი, ხოლო თვალებს ცისფერი ფერი ახასიათებს.

image



2. ინვალიდთა საფეხბურთო გუნდი. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ცხოვრების სიურპრიზების მიუხედავად დანებება არაა გამოსავალი.

image


3. ექიმების გმირობა. ეს ამბავი ჩინეთში, ზეიჯანგის პროვინციაში მოხდა. კაცი, რომელიც ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა გადმოვარდა და ფოლადის მართულებზე ზურგით დაეცა . ის მალევე იქნა გადაყვანილი ჰანგზოუს ჰოსპიტალში სადაც მისი მკურნალობა გაგრძელდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სავადმყოფოში შესვლის დროს მას 7 ფოლადის მართული ჰქონდა გაყრილი გულ მკერდის არეში,
ერთ-ერთი 3 სმ-ით იყო დაშორებული გულს. ოპერაცია 5 საათს გაგრძელდა რის შემდეგაც ის პალატაში გადაიყვანეს. ოპერაციიდან 24 საათში ავადმყოფი გონზე მოვიდა და თავს ნორმალურად გრძნობდა.

image



4. ჩანტალ ბენქსმა 11 წლის თანაცხოვრების შემდეგ ქმარი მიატოვა იმის გამო, რომ თავის საყვარელ ვირთხებისთვის მოეარა.ამჟამად ქალი 19 ვირთხასთან ერთად ცხოვრობს.
ქმარი ვეღარ იტანდა სახლში ვირთხებს და ამის გამო წყვილი იძულებული იყო გაყრილიყო.ჩანტალი ცალკე ბინაში გადავიდა საცხოვრებლად."მე ვირთხები უფრო მიყვარს, ვიდრე ადამიანები, როდესაც ვტირივარ, ისინი ცრემლებს მწმენდენ, ხოლო როდესაც ისინი მშივრები არიან მე მათ ვკვებავ"-ამბობს ჩენტალი, რომელიც ორცხობილას ვირთხებს პირიდან აჭმევს.image



5. ტიპპი დეგრე (Tippi Degré) - ფრანგი ფოტოგრაფების, სილვია რობერტის და ალენ დეგრეს ქალიშვილი, 1990 წელს ნამიბიაში დაიბადა. ტიპპის გარდა მას მეორე სახელიც აქვს - ოკანტი: ადგილობრივ დიალექტზე ასე უწოდებენ გეპარდებს.

გოგონა დაბადებიდანვე ველურ გარემოში იზრდებოდა. აფრიკული სოფლის მაცხოვრებლები აჩვევდნენ მას ადილობრივი ცხოვრების წესს. ბუშმენები თუ ჰიმბას ტომის ხალხი ზრუნავდნენ პატარაზე - მშვილდით ნადირობაც კი ასწავლეს. მაგრამ ტიპპის მთავარი მეგობრები მაინც ცხოველები იყვნენ.

პირველი ცხოველი, ვისაც გოგონა დაუახლოვდა დაახლოებით წლინახევრის ასაკში, 28 წლის სპილო აბუ იყო.
პატარას მეგობრებს შორის იყვნენ სპილო და ლომის ბოკვერი, სირაქლემა და ქამელეონი, გიგანტური გომბეშოები და პითონები. თუმცა, ყველაზე ახლო მეგობრობა მაინც ლეოპარდთან აკავშირებდა, სახელად რომ J&B შეარქვეს რატომღაც. ეს ლეოპარდი ჯერ კიდევ პატარა კნუტი იყო, როდესაც ადგილბრივმა ფერმერმა აიყვანა და ფაქტიურად გოგონასთან ერთად იზრდებოდა.

image



დღეისათვის სულ ეს იყო დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად გავაგრძელებ მსგავს სტატიეზე მუშაობას. გმადლობთ ყურადღებისთვის.

სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 21:53
თქვენი IP: 13.58.121.131
თარიღი: 08.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: