შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლი
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლი
6 წლის ლაბრადორმა, სახელად ბესიმ, ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ტიტული თავისი მოხერხებულობითა და ტრიუკების სწრაფად ათვისების უნარით მოიპოვა. ბესი პირით აღებს მაცივრის კარს და გამოაქვს ლუდის ბოთლი პატრონისთვის, ეზოში მიარბენინებს ნაგვის პარკს და ურნასთან ტოვებს, სარეცხის მანქანიდან იღებს გარეცხილ ტანსაცმელს და კალათაში ათავსებს... ნიჭიერი ლაბრადორის პატრონი, ავსტრალიელი ლი მარიოტი ძალიან პოპულარულია სიდნეიში. იგი სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს წვრთნის.

ამას წინათ ჩემი ძაღლი, ამერიკული სტაფი, სახელად ჯიბა მივუყვანე სავარჯიშოდ, მერე კი შემთხვევით ვისარგებლე და მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ძაღლის პატრონს სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვი:

- ბესი მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ სავაჭრო ცენტრში ძაღლების განყოფილებას რომ ჩავუარე, თვალი მოვკარი შავი ფერის პატარა ლეკვს, რომელიც განცალკევებით იჯდა და ნაღვლიანად იყურებოდა. როგორც კი მივუახლოვდი, მარჯვენა თათი ამიწია, ანუ "მომესალმა". ხელში ავიყვანე, მან კი ხელზე ჩემს ჭრილობას მიაგნო და ალოკა, თითქოს მოშუშებას ცდილობდა. ლეკვს მივუალერსე და თავის ადგილას დავსვი. მაღაზიიდან გამოსვლა რომ დავაპირე, მისი წკმუტუნის ხმა შემომესმა. ძალიან შემებრალა და გამყიდველს ვუთხარი, ლეკვს ვიყიდი-მეთქი. ლეკვი კუდის ქიცინით წამომყვა შინ და იმ დღიდან საუკეთესო მეგობრები ვართ. სახელად კი ბესი ვუწოდე.

- როდის მიხვდით, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო?

- ბესი ყოველთვის გამოირჩეოდა მოხერხებულობით, ჩოგბურთის რამდენიმე ბურთს ერთდროულად იდებდა პირში, ეზოში ნაგვის პარკს პირით მიარბენინებდა და ურნასთან ტოვებდა. 8 თვის იყო მულტფილმების ყურება რომ დავაწყებინე და მალე თვითონ ისწავლა ტელევიზორის ჩართვა. ყოველთვის გულდასმით მისმენდა ხოლმე და იმეორებდა ჩემს დავალებებს.

- რამდენი ხანი დასჭირდა ტრიუკების ასათვისებლად?

- დაახლოებით, ერთი თვე. მაცივრის კარს გამოვაბი თოკი. ბესი თოკს პირით

დასწვდა და კარი გამოაღო. მერე მაცივრის პირველ თაროზე ლუდის ბოთლი შემოვდგი. ბესის ვასწავლე ბოთლის პირით დაჭერა და შემდეგ ვუთხარი, მაცივრის კარი გამოაღე და ბოთლი გამოიღე-მეთქი. რამდენჯერმე გავივარჯიშეთ და საბოლოოდ, ბესიმ კარგად გაართვა თავი დავალებას. მერე სააბაზანო ოთახიც აითვისა - სარეცხ მანქანაში მოვათავსე ორცხობილა, სარეცხი მანქანის კარს თოკი გამოვაბი და ბესიმ კარი პირით გამოაღო, ორცხობილაც იპოვა და პირიც ჩაიტკბარუნა. შემდეგ გარეცხილი ტანსაცმლის კალათაში ჩაწყობა ისწავლა. ჩემს ძაღლს სპორტული მონაცემებიც აღმოაჩნდა. თავისუფლად სრიალებს სკეიტბორდითა და შეჯიბრებებშიც იმარჯვებს.

- ბესი თქვენს სტუმრებსაც უმასპინძლდება ლუდით?

- ერთხელ მეგობარი მეწვია. მან ცივი ლუდი მთხოვა და მეც ბესის ვუთხარი, მაცივრიდან ლუდი გამოიღე და შემოგვიტანე-მეთქი. მეგობარს გაეცინა, ეგონა, ვხუმრობდი. ბესიმ რამდენიმე წამში რომ მოგვიტანა ლუდის ბოთლი, მეგობარს ღიმილი სახეზე შეაშრა. მითხრა, უნიკალური ძაღლის პატრონი ყოფილხარო.

- თქვენ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს წვრთნით, ამაზეც გვიამბეთ.
- ძაღლებს გაკვეთილებს ვუტარებ, ვავარჯიშებ, ვათამაშებ. ყველა ჯიშს თავისებურად უნდა მიუდგე, რადგან განსხვავებული ბუნების არიან - ზოგი დამჯერია, ზოგი ურჩი. ამას წინათ მომიყვანეს როტვეილერის ჯიშის ძაღლი. მისმა პატრონმა მითხრა, ადამიანებთან ძალიან მეგობრულია, მაგრამ ძაღლებს ვერ გუობს, მათ დანახვაზე აგრესიული ხდება და შეტევაზე გადადისო. მე დავეხმარე როტვეილერს და ძაღლებთანაც დავამეგობრე.

- ჩემმა ჯიბამ როგორ ივარჯიშა?

- ჯიბა გონიერი ძაღლია, სწრაფად დარბის და რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ შეიძლება სპორტულ შეჯიბრებაშიც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მანამდე წონა უნდა დაიკლოს.
სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 01:37
თქვენი IP: 18.222.118.14
თარიღი: 20.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: