შესვლა
მთავარი სიახლეები ეს საინტერესოა ეს საინტერესოა...
ჰაჩიკო - ძაღლის ისტორია ქართული მულტფილმების კრებული ყოვლისშემძლე ევანი რიო 3D ჩექმებიანი კატა ყოვლისშემძლე ბრიუსი სტიქიების მბრძანებელი როგორ მოიპარო ცათამბჯენი ბნელი რაინდი გადამზიდი 3 ერთხელ შუა ქალაქში მე ვარ ლეგენდა ქალი–კატა დაბოლილები კოდური სახელი - მწმენდავი ტედი გაქცევა (1,2,3,4 ) სეზონი
მინი ჩატი
500
რეკლამა
ეს საინტერესოა...

ობობების შემოსევა ავსტრალიაში

 

ერთკვირიანი გადაბმული წვიმების შედეგად გაჩენილმა ტბორებმა ავსტრალიაში, მიწაში მცხოვრები ობობები აიძულეს, რომ საკუთარი "სახლები" დაეტოვებინათ. მათ სცადეს უსაფრთხო გასაქცევი გზები შეექმნათ, შედეგად კი მთლიანად ქსელით დაფარეს ქალაქი ვაგა-ვაგა. რობერტ მეთიუსი, ენტომოლოგიის პროფესორი ამბობს, რომ ობობებს ეს თავდაცვითი მექანიზმი ეხმარებათ, რომ გადაურჩნენ უეჭველ დახრჩობას. 

ობობებმა უამრავი ქსელი გააბეს, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ დიდი წონის გაძლება შეუძლია.  ქალაქში დარჩენილი ადამიანები გაოცებულნი დარჩნენ, როცა სახლებიდან გამოვიდნენ და ეს  სანახაობა იხილეს.

,,თავიდან რომ დავინახე  ობობების ქსელის ზედაპირი, ძალიან შემეშინდა, მაგრამ შემდეგ იმაზე დავფიქრდი, რომ ისინი უფრო წარმატებით უმკლავდებიან წყალდიდობებს, ვიდრე ჩვენ" _ამბოს ვაგა-ვაგაში მცხოვრები ქალბატონი. 

__________________________________________________________________________________


ჯუჯა და გიგანტი ერთდროულად: ადამ რაინერის ისტორია

ადამ რაინერის ცხოვრების შესახებ ბევრი ფაქტი არაა ცნობილი, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანია ისტორიაში, ვინც ერთდროულად იყო ჯუჯა და გიგანტი.

ადამ რაინერი ავსტრია-უნგრეთში დაიბადა 1899 წელს. 1917 წელს, 18 წლის ასაკში მისი სიმაღლე 118 სმ იყო. ამ მონაცემით იგი ჩვეულებრივი ჯუჯის განსაზღვრებაში თავსდებოდა.  21 წლის ასაკიდან კი მან გასაოცარი ზრდა დაიწყო. 31 წლის ასაკისთვის მისი მომცრო ფიგურა 2.18 სიმაღლის სხეულად გარდაიქმნა. ამ უჩვეულო ზრდის გამო ადამს სიარული აღარ შეეძლო. რაინერი 1950 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიკვდილის მომენტში მისი სიმაღლე 234 სანტიმეტრი იყო, წონა კი ამ სიმაღლისთვის ძალიან ცოტა _ მხოლოდ 109 კილოგრამი.
რაინერის საიდუმლო ბოლომდე დღესაც არაა ამოხსნილი

____________________________________________________________________________________


მარკ ტვენის 10 საუკეთესო ფრაზა
ცნობილი მწერალი მარკ ტვენი 1835 წელს, ფლორიდაში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი სემუელ კლემენსია. გარდა საოცარი საბავშვო წიგნებისა და მოთხრობებისა, მარკ ტვენს მრავალი სახალისო და ბრძნული აზრიც ეკუთვნის. დღეს 10 მათგანს შემოგთავაზებთ:
1. სჯობს, ჩუმად იყო და ადამიანებს სულელი ეგონო, ვიდრე პირი გააღო და მათ ეჭვები გაუფანტო.
2. იყიდე მიწა, რადგან ახალ მიწებს აღარ აწარმოებენ. 
3. ტანსაცმელი აქცევს ადამიანს ადამიანად. შიშველ ადამიანებს  არ აქვთ საზოგადოების აზრზე გავლენა.
4. ბანკირი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ქოლგა გათხოვოს მაშინ, როცა მზე ანათებს და მოითხოვოს უკან მაშინ, როცა წვიმა დაიწყება.
5.  ნამდვილი მეგობრობა ისეთი არაჩვეულებრივი, წმინდა და მყარი რამაა, რომ შეუძლია მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაძლოს, თუ რა თქმა უნდა, ფულის სესხებაზე არ მიდგა საქმე.
6. ადამიანი, რომელიც კარგ წიგნებს არ კითხულობს, სულაც არ სჯობს იმ ადამიანს, ვისაც კითხვა არ შეუძლია.
7. არასდროს არის ადამიანი იმაზე უფრო გულწრფელი, ვიდრე მაშინ, როცა საკუთარ თავში მატყუარას აღმოაჩენს.
8. ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც წითლდება, ან_ უნდა წითლდებოდეს.
9. ვრწმუნდები, რომ ხანდახან საუბრისას _ განსაკუთრებით პოლიტიკაზე საუბრისას, ადამიანის შესაძლებლობები მაიმუნისას დიდად არ აღემატება.
10. ერთადერთი გზა, რომ ჯანმრთელად იცხოვრო არის იმის ჭამა რაც არ მოგწონს, იმის დალევა, რაც არ გსიამოვნებს და იმის კეთება, რაზეც სიამოვნებით იტყოდი უარს.

_______________________________________________________________________________


სასიყვარულო წერილი, რომელიც 4000 წლის წინ დაიწერა

ათასობით წლის წინ, დაბნეულმა და შეწუხებულმა ბაბილონელმა კაცმა სამკუთხა სტილუსი გამოიყენა, რათა სველი თიხის ფიფრიტის საშუალებით როგორმე ხმა მიეწვდინა სატრფოსათვის.

" ბიბეას : იმედი მაქვს, რომ ღმერთები შემიბრალებენ და იზრუნებენ შენს ჯანმრთელობაზე. მითხარი, როგორ ხარ. ბაბილონში გავემართე, მაგრამ შენ ვერსად გნახე. ძალიან გულნატკენი ვარ; იქნებ მომწერო, რატომ არ მოხვედი და ოდნავ მაინც შემიმსუბუქო სევდა. თავს გაუფრთხილდი ჩემი გულისთვის. ჯიმილი."

ამ უძველესი წერილის გაშიფვრას, მეცნიერებისა და ქიმიკოსების ერთობლივი ძალისხმევა დასჭირდა. ტექსტი, რომელიც მათ ამოიკითხეს უჩვეულოდ ადამიანური, ემოციური და მშვენიერი იყო. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რა ბედი ეწიათ ჯიმილსა და ბიბეას, რადგან მათ სასიყვარულო ისტორიამდე ოთხი ათასწლეული გვაშორებს. რატომ არ მივიდა ბიბეა ჯიმილთან შესახვედრად ბაბილონში? უარი თქვა მის სიყვარულზე თუ ავადმყოფობამ შეუშალა ხელი.. ამას ვერასდროს გავიგებთ.

__________________________________________________________________________


ამოუხსნელი ფენომენი
1. უცნაური ხმები (The Taos Hum)

New Mexico-ს ერთ პატარა ქალაქში სახელად – Taos – არსებობს უამრავი ფაქტი და მოსახლეობის ინფორმაცია, რომ მათ უდაბნოდან ესმით ხოლმე დაბალ სიხშირეზე მომავალი ხმები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს რაღაც უცნაური აკუსტიკაა. ზოგიერთი ფიქრობს რომ ეს უბრალოდ წყევლაა. მიუხედავად ამისა თუ გარკვეულ პერიოდს დაყოფთ ამ ქალაქში თქვენც შეიძლება გაიგონოთ ეს უცნაური ხმები. მიუხედავად ყველაფრისა დღეისთვის მაინც ყველსათვის დაუდგენელია ამ ხმების წარმოშობა და მეცნიერები უძლურები არიან.

2. თოვლის კაცები, დიდი ადამიანები, ამოუცნობი არსებები (Bigfoot)



თოვლის კაცი

ტყეებში სალაშქროდ გასულებს რამდენჯერ გინახიათ უცნაური ზომის ნაკვალევი, ან რამდენი კბილი და ძვალია ნაპონი, რომელიც არცერთ ცხოველს არ მიესადაგება. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეჭვი ტყეში მცხოვრები ადამიანის მსგავსი არსებების შესახებ, არასდროს ისინი არ დაუჭერიათ, არცერთის გარდაცვილი ნეშტი არ გვინახია, არასდროს მანქანას არ გაუტანია, არც ერთი მათგანი არც მონადირებს მოუკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს პირადად არ გვინახია ასეთი რამ ,მაგრამ გვინახავს მისტერიული ფოტოები და ფილმები, მეცნიერები მაინც ვერ უარყოფენ რომ არ არსებობს Bigfoot-ის ან ჩრდილო ამერიკის Loch Ness Monster-ის ნაირი არსებები.


ინტუიცია
ინტუიცია ანუ მეექვსე გრძნობა როგორც მას მეორენაირად ეძახიან. არ არსებობს ადამიანი რომელსაც ინტუიცია ერთხელ მაინც არ შეეგრძნო, გამოეცადა საკუთარ თავზე. რამდენჯერ გქონიათ ინტუიცია, როდესაც თქვენი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში ხვდება, რომ დაიღუპებით? ანუ ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ეს მეექვსე გრძნობა, რომელიც ითვლება ადამიანის დამხმარედ ხანდახან ცდება. მიუხედავად ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტუიცია უმეტეს წილად მართალია. ფსიქოლოგების აზრით ადამიანი თავისდა უნებლიედ აგროვებს ინფორმაციას მის გარშემო, შემდეგ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაიზარდოს ისეთ გრძნობაში, რომ თითქოს ჩვენ ვიცით რაღაცა ინფორმაცია, რომელიც წესით ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რადგან არასდროს ის არ გვისწავლია ან არ ვიცით ასე იქნება თუ არა. ან უბრალოდ რატომ ვიცით იგი? ინტუიციის რეალურად შესწავლა ძალიან ძნელია და ფაქტიურად შეუძლებელია მეცნიერებისთვის პასუხი შეიძლება ვეძიოთ ადამიანის ფსიქოლოგიაში.


მოჩვენება
მსოფლიოში უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც ადამიანები უბრალოდ ქრებიან. ზოგს იტაცებენ, ზოგი ავარიისას ქრება. არიან ისეთებიც, რომლებსაც მოულოდნელად პოულობენ კიდეც. მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა და სად გაქრა ადამიანი როდესაც არანაირი ფაქტი, ან არანაირი სამხილი არ დარჩენილა გაუჩინარების ადგილას.

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მან დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა. დაინახა რაღაცა, რომელიც სხვებმა ვერ დაინახეს. ბევრ ადამიანს მოჩვენებებთან საუბარიც კი ჰქონია, ბევრი შეხებია კიდეც მოჩვენებებს, ეს სისულელე არაა ეს უკვე ფაქტია უამრავი სურათი არსებობს, რომელზეც ჩანს უცნაური ობიექტები, რომლებიც სურათის გადაღების მომენტში იქ არ ყოფილა. ბევრი ადამიანი კი უბრალოდ ტრაგიკულად დაკარგულ შეყვარებულს ან ოჯახის წევრს ხედავს. მოჩვენებებს თავისი მკვლევარები ჰყავთ (Ghost investigators ), რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გარდაცვლილ ადამიანს შეუძლია კავშირი დაამყაროს ცოცხალ ადამიანთან და ამით ბოლო მოუღონ ამ ამოუცნობი ფენომენის არსებობას.


წინა ცხოვრება!!!
"Deja vu” – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს "მე ეს უკვე ნანახი მაქვს”. ადამიანები ამ სიტყვას ვაიგივებთ განსხვავებულ, ამოუცნობ და მისტერიულ გრძნობასთან, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მოვლენები რომლებსაც ახლა ვხედავთ, უკვე ნანახი გვაქვს. მაგალითად : ქალი რომელიც დადის შენობაში, დავუშვათ სხვა ქვეყანაში, რომელშიც პირველად ჩავიდა, მაგრამ ის გრძნობს, რომ ეს ადგილი მისთვის ძალიან ინტიმურია და ახლობელი. ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს მიაწერს "წინა ცხოვრები-ს” ვერსიას ანუ დავუშვათ ადამიანს ჰქონდა წინა ცხოვრება (სხვა სიცოცხლე) რომელშიც ეს ადგილი მისთვის დაუვიწყარი დარჩა. ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი უფრო ნატურალისტიკურად არის ახსნილი და მას "ინტუიციას” მიაწერენ, მაგრამ არც ეს ახსნა არის სრულყოფილი და ეს მოვლენა ამოუცნობ ფენომენად რჩება.



უცხოპლანეტელი
დღეისათვის უმეტესობა ადამიანებისთვის ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ არსებობენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში პირადად ჰყავს დანახული მფრინავი ობიექტი, რომელიც არანაირ დედამიწისებურ მფრინავ საშუალებას არ ჰგავდა, მათ უმეტესობას ასეთი მფრინავი ობიექტები კამერებზეც კი ჰყავთ დაფიქსირებული… მაგრამ ამით არ მტკიცდება, რომ ეს მფრინავი ობიექტები აუცილებლად უცხოპლანეტელების არის. მეცნიერების დღევანდელი შედეგებით დედამიწამდე, რომ მოაღწიოს ნებისმიერმა ობიექტმა ამისთვის უზარმაზარად დიდი დისტანციის დაფარვაა საჭირო და რადგანაც ჩვენ არ გვაქ შესაძლებლობები გავაღწიოთ ჩვენი გალაკტიკიდან ვთვლით, რომ არც სხვებს ექნებათ რაიმე შესაძლებლობები მოვიდნენ ჩვენთან, ამ აზრზს ბევრი ეთანხმება და ამ მიზეზის გამო არ სჯერათ UFO-ების.


სიცოცხლის ბოლო წუთები და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ

ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს (კლინიკური სიკვდილ განცდილი ადამიანები) ხანდახან იტყობინებიან ხოლმე მისტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ დაინახეს, როდესაც მათმა სულმა სხეული დატოვა. მაგალითად – სიარული გვირაბში რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს, ან შეხვედრა – შეერთება მის საყვარელ ადამიანთან. ანდაც სიმშვიდის აუღწერელი შეგრძნება. ამ ყველაფერმა ადამიანს გაუჩინა დიდი ინტერესი თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ამის გაგება მეცნიერებისთვის ალბათ ყოველთვის გაუგებარი იქნებაა – გასაგები მიზეზების გამო. მიუხედავად ამ უცნაური ინფორმაციებისა, რომლებსაც სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები გვატყობინებენ, ამ ინფორმაციას არანაირი ძალა არ აქვს რადგანაც ექიმების აზრით ასეთი რამ შეიძლება მათ მართლაც ნახონ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ პოსტტრამვულმა შოკმა გამოიწვიოს ან უბრალოდ შეგვძილია მათ ჰალუცინაციებსაც მივაწეროთ.



ადამიანის ფსიქიკა და ექსტრა სენსორული აღქმის უნარები
ეს აუხსნელი ფენომენი რასაც ფსიქიკის ძალა ჰქვია ამ რეიტინგში ყოფნას მხოლოდ იმის გამოც კი იმსახურებს, რომ მსოფლიოს ათასობით ადამიანი განიცდის ასეთ ფენომენებს საკუთარ თავზე. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ინტუიცია (ჩვენი სიით #3) ასევე არის ფსიქიკის ნაწილი. მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ ადამიანები რომლებთან აქვთ ფსიქიური ძალები, მაგრამ ამ კვლევების შედეგები უიმედოა და არაფრის მომცემი. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად თვლის, რომ ადამიანის ამოუცნობი ძალების კვლევა შეუძლებელია.


 სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან.

სამედიცინო მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ აუხსნელია ადამიანის სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან და გონების ზეგავლენა სხეულზე. პლასებოს ეფექტი (placebo effect) ნათლად გვიჩვენებს ადამიანის გონების უნიკალურ შესაძლებლობებს ანუ იმას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე უმკურნალოს საკუთარ თავს. თვითმკურნალობის ეს მეთოდი (დაჯერების მეთოდი) მსოფლიო თანამედროვე მედიცინას სრულად ჩრდილავს (ეს კინოსერიალ ექიმ ჰაუსშიცაა წარმოდგენილი), მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო მედიცინა უძლურია მოაქციოს ეს მოვლენა რაიმე მეცნიერულ კანონში.

_______________________________________________________________________________________


"შემდეგ ცხოვრებაში" (ავტორი:ვუდი ალენი)
მინდა, რომ შემდეგ ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა მოხდეს. წარმოიდგინეთ, ყველაფერი იწყება იმით, რომ მკვდარი ხარ და ცოცხლდები.

შემდეგ მოხვდები მოხუცთა თავშესაფარში და ყოველდღე უფრო და უფრო კარგად იგრძნობ თავს.
ერთ დღესაც თავშესაფრიდან გამოგაგდებენ იმის გამო, რომ იქაურობისთვის ზედმეტად ჯანმრთელი ხარ. შეუდგები პენსიის აღებას და როცა მუშაობას დაუბრუნდები, პირველ სამუშაო დღეს დიდ წვეულებას მოგიწყობენ.  
იმუშავებ დაახლოებით ორმოცი წელი, სანამ არ გახდები ისეთი ახალგაზრდა, რომ მუშაობა საჭირო აღარ იქნება.  
ამის შემდეგ შენი ცხოვრება სავსე იქნება ალკოჰოლით, გართობით, ახალ ადამიანებთან ურთიერთობით... სანამ დამამთავრებელ კლასში არ შეხვალ.
შემდეგ კი უფრო დაბალ კლასებში გადახვალ. იქნები ბავშვი, ითამაშებ, არ გექნება არანაირი პასუხისმგებლობა, სანამ ახალდაბადებულად არ გადაიქცევი. შენი ცხოვრების ბოლო 9 თვეს თბილ წყალში ტივტივს მიუძღვნი, რომელიც არაფრით იქნება ძვირფას სპაზე უარესი. წარმოიდგინეთ, სადაც იცხოვრებთ,  იქ არასდროს შეგცივდებათ და საჭმელსაც ხშირ-ხშირად და კომფორტული გზით მოგაწვდიან.
შემდეგ კი. ჰოპ !
და თქვენ დაამთავრებთ ცხოვრებას, როგორც ორგაზმი.

სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა :)

_______________________________________________________________________________


უცნაური ფაქტები კოსმოსზე

1. ბერძნები ჩვენს გალაქტიკას "რძიან ხაზს” ეძახდნენ, რადგან მიიჩნევდნენ , რომ ის ქალღმერთ ჰერას მკერდიდან გამონადენი რძის წვეთებით იყო შექმნილი.

2. კოსმონავტები უწონადობის მდგომარეობაში სიმაღლეში იმატებენ. გრავიტაციის შემცირებისას, ძვლები ისე მჭიდროდ აღარ ეხება ერთმანეთს, რაც რამდენიმე სმ-ის მომატებას იწვევს.

3. კოსმონავტებისა და ყველგანმავლების ნაკვალევი მთვარეზე მილიონობით წლების განმავლობაში არ წაიშლება, რადგან მთვარეზე ქარი არ უბერავს.

4. შეუიარაღებელი თვალით მოწმენდილ ცაზე ღამით 1500-მდე ვარსკვლავი და 88 თანავარსკვლავედი ჩანს. მათგან ყველაზე პატარა ვარსკვლავის სიგრძე 1700 კმ-ია. მისი სახელია ‘LP 327-16′.

5. ყოველ წელს ატმოსფეროში სამყაროდან 1000 ტონა მტვერი და მიკრობი შემოდის.

6. ბაყაყს შეუძლია უწონადობის მდგომარეობაში გული აირიოს – ის ზღვის ვარსკვლავივით კუჭს ამოიღებს და დააცარიელებს.

7. კოსმოსში ჩიტები ვერ ცოცხლობენ – გრავიტაციის გარეშე საკვებს ვერ ყლაპავენ.

8. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ სამყაროში ყოველ 88 გალონზე (დაახ. 333 ლიტრი) ერთი ატომი მოდის.

9. დედამიწის გარშემო 3000 თანამგზავრი და 7000-მდე ქვისა და მტვრის ნაწილაკები მოძრაობს.

10. დედამიწა ღერძის გარშემო 1600 კმ/სთ, ხოლო მზის გარშემო 108 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

11. მეცნიერების განცხადებით, მარსზე , მერკურსა და ვენერაზე არის ოქრო.

12. მზე რომ იგივე ნივთიერებებს შეიცავდეს, რასაც დედამიწა, 5-ჯერ უფრო მძიმე იქნებოდა. ხოლო გრავიტაცია იმდენად მაღალია მზეზე, რომ 70 კგ წონის ადამიანი მზეზე 2 ტონა იქნება.

13. მზის სისტემის წონის 99% მზეზე მოდის.

14. მთვარე 81 მილიარდ ტონას იწონის.

15. მზეში შესაძლებელია 1 მილიონი დედამიწა მოთავსდეს.

16. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სამყაროს შემადგენლობაში 90-დან 99%-მდე ადგილი უკავია წყალბადს.

17. ჩვენი გალაქტიკა 250 მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს. ასტრონომების თქმით, სამყაროში დაახლოებით 100 მილიარდი გალაქტიკაა.

18. მზიდან დედამიწამდე ყოველდღიურად მოღწეული ენერგიის სიმძლავრე 126 ტრილიონი ცხენის ძალაა.

19. სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ქვიშის მარცვლებისა დედამიწაზე.

20. ყველაზე მოკლე დღე იუპიტერს აქვს-9 საათი და 55 წუთი.

__________________________________________________________________________________




საინტერესო ფაქტები წვიმაზე

1. მილიონიდან 1 ადამიანს აქვს ალერგია წყლის მიმართ. ნებისმიერი ასეთი ადამიანის კანი წყალთან შეხებისას წითლდება და იწყებს შეშუპებას. ასე რომ წვიმაში მოხვედრილი ასეთი ადამიანი ალბათ მინიმუმ საშინლად დასახიჩრდება.

2. ქალაქ პარას(ბრაზილია) მცხოვრებლებს შეუძლიათ გაიგონ დრო წვიმის მეშვეობით, რადგანაც აქ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყოველდღე ერთი და იმავე დროს მოდის წვიმა.

3. თამაში დარტსის შექმნის მიზეზიც წვიმა გახდა. ერთხელ მშვილდოსნობაში შეჯიბრისას წვიმა დაიწყო. მშვილდოსნები წავიდნენ ლუდხანაში გასართობათ. იქ ერთ-ერთ მშვილდოსანს თავში აზრად მოუვიდა გართობის ახალი საშუალება. მან დაამოკლა ისრები და შესთავაზა მეგობრებს ესროლათ მიზანში კედლისთვის, ასე შეიქმნა დარტსი.

4. სინამდვილეში წვიმას სუნი არ აქვს. არომატს რომელსაც ჩვენ წვიმის სუნად აღვიქვამთ, გამოყოფენ წვიმის ჰაერთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი ლურჯ-მწვანე ერთუჯრედანი წყალმცენარეები.

5. უგანდის მცხოვრებლებს შეუძლიათ არ ეშინოდეთ ჭექა-ქუხილის რადგან, ქვეყანაში ასეთი რამ მხოლოდ 250 წელიწადში ერთხელ ხდება.

6. წვიმა გახდა რადიოში, რუბრიკა "ამინდის პროგნოზის” დამატების მიზეზიც. როდესაც ერთ-ერთი ცნობილი რადიოსადგურის მფლობელი ამინდზე ინფორმაციის უქონლობის გამო მოყვა კოკისპირულ წვიმაში, მან გადაწყვიტა დაეარსებინა ახალი რუბრიკა რომელშიაც გამოცხადდებოდა ამინდი დღეში რამდენიმეჯერ.

7. ბოსტვანაში, რომლის ტერიტორიის 70 %-ს მოიცავს კალაჰარის უდაბნო, საშინელი წყლის დეფიციტია. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ ბოტსვანას მცხოვრებლები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვით "პულა” რაც მათ ენაზე ნიშნავს წვიმას.

8. ბოტსვანას ფულის ერთეულია "პულა” ალბათ ზემოთ აღნიშნული მიზეზისდა გამო.

9. კუბაში წვიმა მოდის მხოლოდ და მხოლოდ შუადღისას, ხოლო ტაილანდში კი მხოლოდ გვიან ღამით.

10. XVII საუკუნის დიდ ბრიტანეთში, მიღებულ იქნა კანონი წვიმის შესახებ, რომლის თანახმადაც, სინოპტიკოსი რომელიც გააკეთებდა არასწორ პროგნოზს წვიმის შესახებ დაისჯებოდა თავის მოკვეთით.

11. ადამიანი შეიძლება დარჩეს მშრალი ძლიერი წვიმის შემთხვევაშიც, თუ ის იმყოფება უდაბნოში. სინამდვილეში წვიმები უდაბნოში არც თუ ისე იშვიათად მოდის, მაგრამ ამის დანახვა შეუძლებელია, რადგან წვეთები მაღალი ტემპერატურის გამო მიწამდე ვერ აღწევენ და ჰაერშივე ორთქლდებიან.

12. ქალაქი ჩუსაპუნჯი(ინდოეთი) – ყველაზე წვიმიანია მსოფლიოში. აქ ყოველწლიური საშუალო ნალექიანობის დონე 26460 მმ-ს შეადგენს.

13. ნორმალური წვიმის მჟავიანობა შეადგენს PH 5,6. თუ მჟავიანობის დონე მოცემულ ზღვარზე დაბალია, ასეთ წვიმას მჟავე წვიმა ეწოდება. ამასთანავე PH 5,5-ზე ნაკლები მჟავიანობის წვიმა კლავს ბაქტერიებს, ხოლო PH 4,5 ზე ნაკლები კი მწერებს, ამფიბიებს და თევზებს.

14. ოჰაიოს შტატში ქალაქ ვიანსბერგში, ყოველი წლის 29 ივლისს მოდის წვიმა და ეს ასეა უკვე 100 წელიწადზე მეტი.

15. მთელი წლის განმავლობაში დედამიწაზე იღვრება დაახლოებით 519 000 კმ3 წვიმის წყალი (ყოველი კმ3 – ეს იგივეა რაც მილიარდი ტონა).

16. სან-ფრანცისკოში მეტეოსადგური ამინდის პროგნოზს ადგენს ალბათობის მიხედვით. მაგალითად: 4/6. მიზეზი კი ასეთია 10 ადგილობრივი სინოპტიკოსი ატარებს მინი-არჩევნებს იმის შესახებ იწვიმებს თუ არა.

17. ყველაზე მძიმე სეტყვა მოხდა ქალაქ გოპალგანჯში 1996 წლის 14 აპრილს. სეტყვის წონა შეადგენდა დაახლოებით 1 კგ-ს და ამ "წვიმის” შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი.

18. პორტუგალიაში წვიმის დროს სამსახურში გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზად ითვლება

___________________________________________________________________________________



იცით თუ არა რომ ...



1. ანდორა – ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც საფოსტო გზავნილები უფასოა.

2. ერთ წელიწადში 31 557 600 წამია.

3. შამპანიურის საცობის სიჩქარე 14 მ/წმ-ია, ხოლო სიმაღლეში დაახლოებით 12 მ-მდე ააღწევს.

4. პირველი რეკლამა გამოქვეყნდა ინგლისში, 1477 წელს.

5. IBM -ს ოფიციალური დევიზია: "Think!” (იფიქრე)

6. რუსეთში "მარლენი” კაცის სახელია, ხოლო დასავლეთში – ქალის.

7. იაპონური ანდაზის მიხედვით : "კარგი ქმარი ყოველთვის ჯანმრთელია და არასდროს არის სახლში.”

8. ტარიფი – სწორედ ამ კუნძულზე , პირველად მსოფლიოში, დააწესეს გადასახადი პორტში გემების გაჩერებისთვის.

9. ყოველთვის, როცა თქვენ კონვერტს ენით ასველებთ, თქვენ 1/10 კალორიას წვავთ.

10. სარეცხი საშუალებების ბაზარზე "Tide” იკავებს 70 %-ს.

11. სიგარეტ "Camel”-ზე გამოსახული აქლემის სახელია "ბებერი ჯო.”

12. კინოში, როდესაც სურთ ეფექტურად გააკეთონ ნამსხვრევები და კედლები გასროლის შემდეგ, შაშხანას ტენიან მარმარილოს ტყვიებით.

13. მეცნიერებმა გამოითვალეს ჯოჯოხეთის ტემპერატურა ბიბლიის ციტატებზე დაყრდნობით. ეს მაჩვენებელი არის 718 გრადუსი.

14. პენტაგონის ბიუროში დარეგისტრირებულია 186 ხერხი ხვრინვის წინააღმდეგ (არცერთი მათგანი არ "მუშაობს” ).

15. რა შეიძლება დაიჭიროთ მარცხენა ხელით, რასაც მარჯვენათი ვერ დაიჭერთ?? ეს არის მარჯვენა ხელის იდაყვი.

16. ტყუილად ცადეთ, მაინც არ გამოგივიდათ…. 

17. თავდაპირელად, ავსტრალიის 50 ცენტიანი მონეტები 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს შეიცავდა.

18. მეორე მსოფლიო ომის დროს, მეტალის ეკონომიის მიზნით, "ოსკარის” ჯილდოებს ხისგან ამზადებდნენ.

19. მიუხედავად კუზისა, აქლემის ხერხემალი სწორია.

20. ბეჰემოტები წყლის ქვეშ მშობიარობენ.

21. სარა ბერნარმა 13 წლის ჯულიეტას როლი 70 წლის ასაკში ითამაშა.

22. პოლარულ დათვებს შეუძლიათ განავითარონ 40 კმ/სთ სიჩქარე.
23. ნორმალური ზომის ფურცლის გადაკეცვა შესაძლებელია მაქსიმუმ 7-ჯერ.

24. სპილო არის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც 4 მუხლი აქვს.

25. წელიწადში ხდება დაახლოებით 500,000 შესამჩნევი მიწისძვრა. ამათგან 100,000-ის შეგრძნებაა შესაძლებელი, ხოლო 100 მათგანი იწვევს ზარალს.

26. ენა არის სხეულის ერთადერთი კუნთი რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდანაა მიმაგრებული სხეულს. 

26. ადამიანების დაახლოებით ორი მესამედი კოცნისას თავს ხრის მარჯვნივ.

27. ყავის მსმელებს უფრო ხშირად აქვთ სექსი ვიდრე ყავის "არმსმელებს”. ამასთანავე ისინი უფრო ღებულობენ სიამოვნებას. 

28. ფუტკრების დედოფალი დღეში დებს 1500 კვერცხს.

29. აშშ-ს არცერთი პრეზიდენტი არ იყო დედისერთა.

30. მინქაფა არის ერთადერთი ქვა, რომელიც წყალზე ტივტივებს.

31. ინტერნეტში არსებულ სურათების 80%-ზე არის ტიტველი ქალი.

32. შეუძლებელია გახელილი თვალებით დაცემინება. 

33. საშუალოდ ქალის გული უფრო ხშირად ცემს ვიდრე კაცის.

34. საშუალოდ ქალის კანი  იწონის 3 კილოგრამს, კაცის კი 5 კილოგრამს.

35. გერმანელები არიან ყველაზე მაღლები.

36. კოცნა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ხელის ჩამორთმევა.

37. 111,111,111 x 111,111,111 = 12,345,678,987,654,321

38. ზეთისხილის ხეს შეუძლია 1500 წელი იცხოვროს.

39. კლეოპატრა განათხოვარი იყო საკუთარ ორ ძმაზე.

40. დოლარის ”დაშლის” ანუ დახურდავების 293 კომბინაცია არსებობს.

41. დედამიწის წონა შეადგენს დაახლოებით 6,588,000,000,000,000,000 ტონას.

______________________________________________________________________________________



საინტერესოა ...

1. არანაირი ქაღალდი არ გაიკეცება შუაზე 7-ზე მეტჯერ.

2. ჩვენ ძილის დროს უფრო მეტ კალორიებს ვხარჯავთ ვიდრე ტელევიზორის ყურების დროს.

3. 50 წლამდე მუხა არ მოისხამს რკოს.

4. პირველი პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა შტრიხკოდი იყო Wrigley-ს საღეჭი რეზინა.

5. გულების მეფე, კარტში, არის ერთადერთი მეფე წვერის გარეშე..

6. ბოინგი 747-ს ფრეთების სიგრძე უფრო მეტია ვიდრე Wright brothers-ის პირველი ფრენა.

7. American Airlines-მა ნახა მოგება $40,000-ს ოდენობით, მას შემდეგ რაც 1987 წელს პირველი კლასის ფრენის დროს მირთმეული თითო სალათიდან ამოიღო 1 ცალი ზეთის ხილი.

8. ვენერა არის ერთადერთი პლანეტა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს.

9. ვაშლი და არა კოფეინი, უფრო ეფექტურია დილით გამოსაფხიზებლად.

10. ფეხსაცმლის თასმების პლასტმასის დაბოლოებებს ეწოდება აქსელბანდი (aglets).

11. ჩვენს სახლებში, მტვრის უმეტეს ნაწილს ქმნის ჩვენი სხეულიდან აქერცლილი მკვდარი კანი.

12. Marlboro Company-ს პირველი მფლობელი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.

13. Michael Jordan უფრო მეტ ფულს იღებს Nike-დან ყოველწლიურად, ვიდრე Nike-ს ქარხნის თანამშრომლები მალაიზიაში ერთად.

14. Walt Disney-ს თაგვების ეშინოდა.

15. მარგალიტი ძმარში დნება.

16. იხვის ყიყინი მიკროფონში არ ისმის და არავინ იცის რატომ.

17. 10 წუთში, ქარიშხალი გამოყოფს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე მსოფლიოს ყველა ბირთვული იარაღი ერთად.

18. საშუალოდ, ხალხს ობობების უფრო ეშინია ვიდრე სიკვდილის.

19. სპილო არის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც არ შეუძლია ახტომა და რომელსაც 4 მუხლი აქვს.

20. მილიარდიდან მხოლოდ 1 ადამიანი იცოცხლებს 116 წელზე მეტს.

21. ქალები 2ჯერ ხშირად ახამხამებენ თვალებს ვიდრე კაცები.

22. ლოკოკინას შეუძლია 3 წელი იძინოს.

23. ინგლისურში არ მოიძებნება სიტყვა, რომელიც ერითმება სიტყვა ‘MONTH’-ს.

24. ჩვენი თვალები ისეთივე ზომისაა, როგორიც დაბადების დროს იყო, ხოლო ცხვირი და ყურები არასდროს წყვეტენ ზრდას.

25. ‘Go’ არის ყველაზე მოკლე წინადადება ინგლისურში.


______________________________________________________________________________________



1. კევის ღეჭვა ხახვის გაფცქვნის პარალელურად, თავიდან აგაცილებთ არასასურველ ცრემლებს.

2. SOS შეტყობინება ნიშნავს "Save Our Souls” – რაც ნიშნავს: "გადაარჩინეთ ჩვენი სულები”.

3. ლომს ერთ დღეში შეუძლია 41 კილო ხორცის ჭამა , რაც დაახლოებით 360 ჰამბურგერს უდრის.

4. მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში!

5. აბე ლინკოლნის გარდაცვალების მიზეზი გახლდათ ის, რომ მან დალია ოჯახის ძროხის რძე, რომელსაც ქონდა ნაჭამი შხამიანი სოკო და აბე მოიწამლა რძით.

6. ამერიკელებს ყველაზე მეტად ხილში უყვართ ბანანი და ჭამენ დაახლოებით 11 მილიარდს ყოველ წელს!

7. საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ.

8. თუ შევკრებთ ყველა რიცხვს რომელის დატანილია კაზინოს რულეტკაზე მაშინ მივიღებთ ყველასათვის ცნობილ რიცხვს –– > 6 6 6.

9. საშუალო ზომის აიზბერგის წონა შეადგენს 20,000,000 ტონას.

10. შხამიან ბაყაყს თავისი შხამი ეყოფა 2200 კაცის მოსაკლავად.

11. დატვირთულ ტანკერს, რომელიც მიცურავს მთელი სიმძლავრით, მინიმუმ 25 წუთი სჭირდება  გასაჩერებლად.

12. ბრუს ლი ისეთი სწრაფი იყო, რომ უწევდათ ფილმის კადრების შენელება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მოძრაობების დანახვა.

13. იცით თუ არა, რომ სიტყვა საღოლ ქართულად ნიშნავს "გმადლობთ”.

14. სავარაუდოდ, თამარ მეფე გარდაიცვალა მუხლის დაავადებით, რომელიც ცივ ქვაზე ლოცვის გამო დაემართა.

15. 2000000 აბლაბუდის ფენას შეუძლია შეაკავო სრული სიჩქარით მიმავალი თვითმფრინავი. 

16. ერთ წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს.

17. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთი ხელით წერა და მეორე ხელით ხატვა ერთდროულად.

18. თუ აქლემს წყურვილი ჰკლავს, მას შეუძლია 15 წუთის განმავლობაში 200 ლ. წყლის დალევა.

19. ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვიდრე აზერბაიჯანში (7,9 მლნ)…

20. გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა "გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთ კუპლეტიანი ლექსი დაწერა.



______________________________________________________________________________________

უცნაური, მაგრამ ფაქტი . . .


1. ხვლიკი "ადამიანი-ობობა''
ბრტყელთავა აგამა მვანზა (Agama mwanzae) აგამიდების ოჯახის წევრი ხვლიკია. მისი საბინადრო ტერიტორიებია ტანზანია, რუანდა და კენია. 2009 წელს მისი ფოტო მთელ ინტერნეტს მოედო, რადგან მნახველებმა მაშინვე იპოვეს მსგავსება კომიქსების გმირ ადამიან-ობობასთან. მამრის თავი, კისერი და მხრები ნათელი წითელი ან იისფერია, ტანი და უკანა ფეხები კი მუქი ლურჯი. ფოტოს პოპულარობიდან გამომდინარე, ეს სახეობა ძვირფას შინაურ ცხოველად იქცა.


2.შიმპანზე ვეფხვის ბოკვერთან

ანჯანა შიმპანზეა, რომელიც დიდი საფრთხის ქვეშ მყოფი და იშვიათი სახეობების სამხრეთ კაროლინის ინსტიტუტში ცხოვრობს (ინსტიტუტის ინიციალები გამოდის TIGERS, რაც "ვეფხვებს” ნიშნავს). ახალგაზრდობაში ანჯანა ხშირად ეხმარებოდა ზოოპარკის მომვლელს, ჩაინა იორკს, პატარა ცხოველების გაზრდაში, რომლებიც ოჯახისგან იყვნენ მოცილებულნი. 2008 წელს მრავალი ქვეყნის მედიამ გააშუქა მისი ამბავი, როცა პრიმატმა თეთრი ბოკვერი იშვილა. TIGERS-ის დამფუძნებელმა დოქტორ ბჰაგავან ანტლმა ჟურნალისტებს განუცხადა: "ანჯანა ხშირად ეხმარებოდა იორკს პატარა ცხოველების გაზრდაში. ის სუროგატი დედასავითაა ლეოპარდების, ლომების, ორანგუტანებისა და თეთრი ვეფხვებისთვის. თვითონ კვებავს და მათთან ერთად იძინებს. ანჯანა არაჩვეულებრივი დამხმარეა.”



3. მზის დაბნელება ბანგკოკში
მზის დაბნელება მაშინ ხდება, როცა მთვარე მზესა და დედამიწას შორის აღმოჩნდება ხოლმე, შესაბამისად მნათობს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს. 2010 წლის 15 იანვრის მზის დაბნელება ნაწილობრივი იყო, რადგან მთვარის დიამეტრი მზისაზე დაბალი გამოდგა, ამიტომ მზემ რგოლის ფორმა მიიღო. ნაწილობრივ დაბნელებებს შორის ეს მოვლენა ყველაზე ხანგრძლივი იყო ბოლო ათასწლეულში – 11 წუთი და 7.8 წამი და ამ სტატუსს 3043 წლის 23 დეკემბრამდე შეინარჩუნებს. მზის დაბნელების რამდენიმე ფოტო პოპულარული გახდა, ყველაზე მეტად კი ეს, სადაც მზის ფონზე გაფრენილი თვითმფრინავი ჩანს.

 


4. ირემი ბოძზე
2004 წელს უცნაური სურათების ნაკრები გავრცელდა ინტერნეტში, სადაც ჩანდა 7.6 მეტრი სიმაღლის საკომუნიკაციო ბოძზე წამოწოლილი ირემი. სურათები გადაღებული იყო კანადაში, მანიტობას მუნიციპალიტეტის ქალაქ ჰედინგლიში. რამდენიმე ადამიანმა საკუთარი თვალებით იხილა უჩვეულო სცენა, რომელიც შემდეგ მედიამ გააშუქა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხოველი ზემოთ მატარებლის შეჯახების გამო აღმოჩნდა. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ეს ხულიგნების ოინი იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მანამდეც მოხდა აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში.


5.  მონსტრი ღორი

ინტერნეტის ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევები, რომ გიგანტი ცხოველების ფოტოები პოპულარული გამხდარა. 2007 წლის მაისში ფერმაში გაზრდილი მასიური ღორი მოკლა 11 წლის ალაბამელმა ბიჭმა ჯეიმსონ სტოუნმა. მონადირეების თქმით, ღორი იწონიდა 477 კგ-ს და სიგრძეში 2.84 მეტრს აღწევდა. სტოუნმა განაცხადა, რომ ცხოველი მოკლა Smith & Wesson Model 500-ით. მან ღორს 8 ტყვია დაახალა და შემდეგ 3 საათი უცდიდა, სისხლისდენისგან როდის მოკვდებოდა. ამბის გახმაურებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფოტოგრაფიული მტკიცებულების უტყუარობაში ბევრმა შეიტანა ეჭვი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ყოფილმა ფიზიკოსმა, დოქტორმა რიჩარდ ბრანდტმა, განაცხადა, რომ აქსონომეტრიის დახმარებით სურათი გამოიკვლია და გადაღების მომენტში ბიჭი რეალურად ღორზე რამდენიმე მეტრით უკან იდგა. თუმცა გაერთიანებული პრესა სურათს არქივში ინახავს და მის ისტორიაში ყალბის სტატუსი არ ფიგურირებს.




6. კიდეზე

2006 წლის დეკემბერში კადრზე აღბეჭდეს ავარიის შედეგი – 61 მეტრი სიმაღლის კლდის ნაპირას გაჩერებული მანქანა. ამერიკელი მძღოლი მიდიოდა 1991 წლის GMC პიკაპით 59-ე გზატკეცილზე იუტას შტატში, როცა უეცრად ავტომობილი მოუსრიალდა და ცემენტის ბარიერი გაარღვია, გადავიდა გზატკეცილიდან და წყალსადენი მილისკენ აიღო გეზი, შემობრუნდა 180 გრადუსით და 30 სმ-ით ჰაერში აღმოჩნდა. 2007 წელს ამ შემთხვევის ამსახველი 3 ფოტო გავრცელდა ინტერნეტში


7. პოლარული დათვი ჰასკებს ეთამაშება

ნორბერტ როსინგი ველური ბუნების გერმანელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ხშირად ხვდება "National Geographic”-ის ჟურნალში. როსინგი რეგულარულად სტუმრობს კანადის დასავლეთ სანაპიროს, ჰუდსონის ყურეს ქალაქ ჩერჩილთან, სადაც პოლარულ დათვებს იღებს. 2006 წელს მან დააფიქსირა პოლარული დათვი, რომელიც მარხილის ძაღლებს ეთამაშებოდა. თავიდან ფოტოგრაფმა იფიქრა, რომ ეს ორთაბრძოლა იყო, მაგრამ გაგრძელების ხილვით გაოცებული დარჩა.


8. რქით განგმირული ხულიო აპარიჩიო

ხულიო აპარიჩიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მატადორია. 2010 წელს ის ტრადიციულად გამოდიოდა ფესტივალში ხარების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მადრიდში იმართებოდა. ორთაბრძოლისას ხარმა შეუტია ხულიოს და დარქინა. რქამ გახვრიტა ტორეადორის ნიკაპი და პირიდან გამოვიდა. ხულიო სერიოზულად დაშავდა და ორი ოპერაცია გადაიტანა, რომ სიკვდილისგან თავი დაეღწია. 2010 წელს ფოტოები სწრაფად გახდა პოპულარული.


9. გიგანტური გრიზლი

2001 წელს ვებსაიტებს ფართოდ მოედო ფოტოები, რომლებზეც მასიური გრიზლის დათვი ჩანდა. ფოტოების გარდა ასევე გავრცელდა დათვის ისტორიები და ის, თუ როგორ უყვარდა ადამიანებით პირის ჩატკბარუნება. ზოგან იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ მის მუცელში ადამიანის ნარჩენები იპოვეს, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. რეალურად დათვი 2001 წლის ოქტომბერში მოკლა აშშ-ის საჰაერო ძალების მფრინავმა, 22 წლის ტედ ვინენმა.ვინენი დათვს მაშინ შემოეყარა, როცა ირემზე ნადირობდა ჰინჩინბრუკის კუნძულზე. დათვი პირდაპირ მისკენ წავიდა, ამიტომ ტედმა რამდენიმე ტყვია დაახალა. მისი მთლიანი სიგრძე 3.2 მეტრი აღმოჩნდა, წონა კი – 450-550 კგ. მონაცემები შთამბეჭდავია, თუმცა არა რეკორდული. იარაღი, რომელიც ტედ ვინენმა გამოიყენა, იყო .338 კალიბრიანი Winchester Magnum


10. თვითმფრინავი მანქანას ეჯახება
1976 წლის 4 თებერვალს ღამის 3:01 საათზე გვატემალის ქალაქ გვატემალადან 160 კმ-ის მოშორებით მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც ადგილობრივი სახლების უმეტესობა თითქმის მთლიანად გაანადგურა. დაღუპულთა რაოდენობა 23 000 ადამიანს შეადგენდა. 1976 წლის ივნისში National Geographic-ის ჟურნალში გამოქვეყნდა მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია, რომელსაც თან ახლდა რობერტ მადენის გადაღებული ფოტო – როგორ დაეჯახა სამაშველო თვითმფრინავი ავტომობილს, როცა დაშვებას ცდილობდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.


11. შავი ნუკრი

ზოგიერთ ორგანიზმში მელანიზმი ფერების ჩვეულებრივი გენეტიკური ვარიაციაა, რომელსაც აღწერენ როგორც "შავი ან შავთან მიახლოებული პიგმენტაციის ზრდა კანში, ფრთებში ან თმაში”. ადამიანებში მელანინი კანის ფერის ძირითადი განმსაზღვრელია. იმ ადამიანებს, რომელთა წინაპრებიც ეკვატორთან ახლოს ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში, როგორც წესი, მელანინის ჭარბი რაოდენობა აქვთ, რაც მათ მუქკანიანებად აქცევს. 2010 წელს პოპულარული გახდა იშვიათი ფოტო, რომელზეც ასევე იშვიათი არსება – შავი ნუკრი – იყო გამოსახული. პირველად ის ფოტოგრაფ რიჩარდ ბუქუის პირად საიტზე განთავსდა. რიჩარდი აქტიურად უღებს ფოტოებს ბუნებასა და ცხოველებს. ეს უცნაური არსება კი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში დააფიქსირა.


12. ვარდისფერი დელფინი

2007 წლის ივნისში გავრცელდა ვარდისფერი ალბინოსი ბოთლცხვირა დელფინის ფოტო, რომელიც ლუიზიანაში, კალკასიუს ტბაში გადაიღო კაპიტანმა ერიკ რიუმ. ზღვის ბიოლოგის დაგმარ ფერტლის თქმით, ეს შემთხვევა რიგით მესამე იყო მექსიკის ყურეში ალბინოსი ბოთლცხვირა დელფინის ნახვის შესახებ, ხოლო მე-14 – მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


13. კურტ ვენერი

კურტ ვენერი თანამედროვე მხატვარია, რომელსაც ბევრი მიმდევარი და გულშემატკივარი ჰყავს. ის ყველაზე მეტად ცნობილია ტროტუარზე ხელოვნების 3D ნიმუშების გაკეთებით. არც ისე დიდ ასაკში ვენერი "ნასაში” მუშაობდა, როგორც მოწინავე სამეცნიერო ილუსტრატორი. 1980-იან წლებში მან პირველად წარმოადგინა სამგანზომილებიანი ხელოვნება ქვაფენილების მოხატვით სანტა ბარბარას ხელოვნების მუზეუმში. თავისი ნამუშევრების უფრო თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის კურტმა გეომეტრიის ახალი მიმართულება შექმნა. წლების განმავლობაში ის ფართოდ ცნობილი და აღიარებული გახდა, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ემსახურება კლიენტებს. პოპულარობაში ყველაზე მეტად ნიჭიერ მხატვარს ინტერნეტში განთავსებული სურათები დაეხმარა.


14. ბიტერრუთის ეროვნული ტყე-პარკის ხანძარი

2000 წელს აშშ-ს ცეცხლის სტიქიამ შეუტია. აგვისტოს თვეში 1.6 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. 2000 წლის 6 აგვისტოს ცეცხლის რამდენიმე მიმართულება ერთ წერტილში – დასავლეთ მონტანას ქალაქ სულაში, ბიტერრუთის ტყეში – გაერთიანდა. ხანძარმა როგორც კი იმძლავრა, ანალიტიკოსმა ჯონ მაკკოლგანმა ტერიტორია დაათვალიერა და ფოტოები გადაიღო. ამ სურათზე ჩანან ირმები, რომლებიც საფრთხისგან თავის არიდებას ცდილობენ და ტყის განადგურებას მდინარიდან უცქერენ.


15. გველი კენგურუთი

2005 წელს ავსტრალიურმა ახალი ამბების გადაცემამ ABC Far North Queensland-მა გაავრცელა ფოტო, რომელზეც მსხვილი ზეთისხილის პითონი წყლიდან კენგურუს მიათრევს. 2007 წელს ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს, თუმცა მცდარი აღწერა ჰქონდა, რომ ეს ცხოველი ძროხა იყო. ზეთისხილის პითონი ავსტრალიაში მობინადრე სიდიდით რიგით მეორე გველია და მსხვილ ცხოველებზე ნადირობითაა ცნობილი. მისი სიდიდე ამ ფოტოზეც ჩანს – თუ კარგად დააკვირდებით, გველის სხეული მთელ მარჯვენა ნახევარზე გრძელდება. თუმცა ერთი შეხედვით შემჩნევა ძნელია, რადგან კლდესთან კამუფლაჟს ახდენს.


16. შერეული ტყუპები

2006 წლის თებერვალში ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია უცნაური შემთხვევის შესახებ, როცა ერთი და იგივე მშობლის ტყუპები სხვადასხვა რასის იყვნენ. გოგონები 2005 წელს დაიბადნენ, მათი სახელებია კაილი და რემი ჰორდერები. მათი რასობრივი სხვაობის მიზეზი ისაა, რომ მამა შავკანიანია, დედა კი თეთრკანიანი. ეს შემთხვევა უნიკალურია, რადგან ბავშვებს ერთი მამა ჰყავთ. მსგავსი შემთხვევები შიგადაშიგ ფიქსირდება, მაგრამ ამ დროს ტყუპები სხვადასხვა მამისგან ჩნდებიან. Daily Mail-ის მიხედვით, ასეთი მოვლენის მოხდენის ალბათობა მილიონიდან ერთია.


17. თხები კაშხალზე

2010 წლის სექტემბრიდან პოპულარული გახდა ფოტოები, რომლებზეც, აღწერის მიხედვით, რქასქელი ცხვრები ძვრებოდნენ ბუფალო ბილის კაშხალზე ვაიომინგის შტატში, შოშონის მდინარესთან. თუმცა ბევრმა ფოტოებს ყალბი უწოდა, რადგან ეს ადგილი რეალურად ბუფალო ბილის კაშხალი არ ყოფილა. სინამდვილეში ესენი იყვნენ ალპური თხები და ისინი კინგინოს კაშხლის კიდეზე მისეირნობდნენ იტალიის ქალაქ პიდმონტში. შემდგომში გაირკვა, რომ თხების ძრომიალის მიზეზი ქვიდან მარილის მიღება იყო.


18. მეგობრული ვეშაპი

2009 წელს ოპერატორმა მარკო ქუერალმა რამდენიმე გასაოცარი ფოტო გადაიღო 15 მეტრის სიღრმეზე ყვინთვისას მდედრ კუზიან ვეშაპთან ერთად ჰავაის სიახლოვეს. ქუერალმა თავისი ცხოვრების 20 წელიწადი შეალია ვეშაპების გადაღებას. მისი თქმით, ეს ცხოველები "არიან ძალიან ჭკვიანები, ისევე როგორც ადამიანები, გააჩნიათ გონება და ინდივიდუალურობის შეგრძნება”. ყველაზე ცნობილ ფოტოზე მარკო ვეშაპისკენ მიიწევს, თითქოს ხელი უნდა ჩამოართვას.


19. ალიგატორი პირში ირმით

2004 წელს პოპულარული გახდა ფოტო, რომელზეც გადმოცემით ქროსის ტბაში (შრივეპორტი, ლუიზიანას შტატი) ალიგატორი მიცურავდა და პირში მოზრდილი ირემი ჰქონდა. ამან მნახველები შოკში ჩააგდო, რადგან ტბა პოპულარული წერტილი იყო მეთევზეობისა და ნავით სეირნობის მხრივ. სხვა საიტები ირწმუნებოდნენ, რომ ეს გადაღებული იყო მარტინის ტბაში ალაბამას ან სამხრეთ კაროლინას შტატში. 2004 წლის აგვისტოში აშშ-ის თევზებისა და ველური ბუნების სამსახურმა განაცხადა, რომ ფოტო გადაღებული იყო სამხრეთ ჯორჯიაში, კაროლინას საზღვართან ახლოს ოფიცრის მიერ, რომელიც ვერტმფრენით ათვალიერებდა გარემოს


20. ზვიგენი კაიაკერს ედევნება

2005 წლის სექტემბერში ჟურნალ Africa Geographic-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "ზვიგენის დეტექტივები”, სადაც სამხრეთ აფრიკაში მობინადრე დიდი თეთრი ზვიგენების შესახებ წერდნენ. სტატია მოიცავდა ფოტოებსაც, რომლებზეც ჩანდა კაიაკერს გამოდევნებული ზვიგენი. სურათს ასეთი აღწერა ჰქონდა: "3.8 მეტრი სიგრძის კაიაკში ჯდომისას უყურებ, როგორ გიახლოვდება 4 მეტრიანი დიდი თეთრი ზვიგენი”. პუბლიკაციაში მკვლევარები სიტუაციას განიხილავდნენ. მათ მანამდე ცარიელ კაიაკზე გამოსცადეს ზვიგენის რეაქცია და ამ უკანასკნელს აგრესია საერთოდ არ გამოუვლენია






სულ კომენტარები: 1
0  
1 Sa1NdRoO2202   (13.03.2013 20:16) [Entry]
მართლაც საინტერესოა...

იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი?How do you like the new design?
სულ უპასუხა: 82
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 02:31
თქვენი IP: 3.142.171.137
თარიღი: 20.05.2024
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი: